ახალგაზრდა მეცნიერთა მე-3 საერთაშორისო კონფერენცია "ქიმია დღეს - 2013"

დღეს 10.00 საათზე საზეიმო ვითარებაში გაიხსნა ახალგაზრდა მეცნიერთა მე-3 საერთაშორისო კონფერენცია "ქიმია დღეს - 2013". კონფერენცის დელეგატებს სიტყვით მიმართეს სტუ-ს უცხოელებთა ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პროფესორმა ოთარ ზუმბურიძემ, სამეცნიერო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა. აკადემიკოსმა დავით დავხელიძემ, ქიმიური ტექნოლოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანმა პროფ. ბ. წერეთელმა, თსუ-ს პროფესორმა, აკადემიკოსმა შოთა სამსონიამ, კონფერენციის სამეცნიერო კომიტეტის თავმჯდომარემ პროფ. ელიზბარ ელიზბარაშვილმა.

კონფერენციაში მონაწილეობას იღებს 8 ქვეყნის სამოცამდე ახალგაზრდა მეცნიერ-მკვლევარი. კონფერენციის სამუშაო თემატიკა საკმაოდ ფართოა და მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა: არაორგანული, ანალიზური, ორგანული ქიმია, ბიოქიმია და ფარმაკოქიმია, ქიმიური, ელექტროქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგია, ეკოლოგია და გარემოს უსაფრთხოება, ნანოტექნოლოგიები და სხვა.

კონფერენციის ორგანიზატორები არიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი, სპორტის, კულტურის, სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის დეპარტამენტი) და საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია.

კონფერენციის საინფორმაციო მხარდაჭერას ახორციელებენ ინტერნეტ ჟურნალი "მასწავლებელი", სამეცნიერო-შემეცნებითი ჟურნალი "ქიმიის უწყებანი", ქიმიის პორტალი chemistry.ge. კონფერენციის პარტიონერი არიან სასტუმრო "დიდუბე პლაზა", ტურისტული კომპანიები "L-Tour" და "კურორტი აბათუმანი".

კონფერენციას დასაბამი დაედო 2011 წელს, რომელიც დაფინანსებული იქნა ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ. პირველ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს სხვადასხვა რეგიონის უნივერსიტეტების ახალგაზრდა მეცნიერ-მკვევარებმა. 2012 წელს კონფერენციამ მიიღო საერთაშორისო სახე, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს იტალიის, ირანის, თურქეთის, უკრაინისა და სომხეთის წარმომადგენლებმა.

კონფერენცია „ქიმია დღეს“ გამოირჩევა ორიგინალური ფორმატით. იგი ორგანიზებულია მთლიანად ახალგაზრდა მეცნიერ-მკვლებარებითა და სტუდენტებით. საორგანიზაციო კომიტეტში შედიან მხოლოდ დოქტორანტურის, მაგისტრატურისა და ბაკალვრიატის სტუდენტები (გარდა საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარისა). კონფერენციას ჰყავს საერთაშორისო სამეცნიერო კომიტეტი.

ყველა ჩატარებულ კონფერენციას აქვს საკუთარი ვებ-გვერდი, რომელიც წევრიანდება საერთაშორისო კონფერენციების კატალოგ-ვებ-გვერდებზე. საორგანზაციო კომიტეტის მიერ კონფერენციის დელეგატებისათვის მომზადებული იქნა თეზისების კრებული, კონფერენციის სამახსოვრო კალენდარი და სხვა ნაბეჭდი მასალები.

კონფერენციის ფორმატია პლენარული, ზეპირი და სტენდური მოხსენებები. ყოველ კონფერენციაზე საორგანოზაციო კომიტეტი პლენარული მოხსენების გასაკეთებლად იწვევს ორ ცნობილ მეცნიერს. მათი მოხსენებები ახალგაზრდებისათვის საინტერესოა როგორც სამეცნიერო, ისე საგანმანათლებლო თვალსაზრისით. მიმდინარე კონფერენციაზე მოხსენებს გააკეთებს პროფ. რამაზ ქაცარავა. გარდა ამისა, კონფერენცია ითვალისწინებს სოცილურ ღონისძიებებსაც: ქალაქის ტურს და ექსკურიას რაბათის ციხეში.

  

გამოქვეყნებულია: 31-05-2013




უკან დაბრუნება 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას