სიახლეები

ახალგაზრდა მეცნიერთა მე-3 საერთაშორისო კონფერენცია "ქიმია დღეს - 2013"

ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო კონფერენციის "ქიმია დღეს - 2013" საორგანიზაციო კომიტეტი მოხარულია შეგატუობინოთ, რომ მორიგი მე-3 კონფერენცია ჩატარდება 2013 წლის 17-19 მაისს სასტუმრო დიდუბე-პლაზაში.

კონფერენციის ორგანიზატორები არიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი, სტუ-ს სპოტრის,კულტურის, სტუდენტენთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის დეპარტამენტი და საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია.

კონფერენციის პროგრამა მრავალფეროვანია და მოიცავს ზეპირ და სტენდურ მოხსენებებს, მოწვეულ ლექციებს და კულტურულ პროგრამებს (ქალაქის ტური, ექსკურსია რაბათის ციხეში).

კონფერენციაზე პლენარულ მოხსენენებს გააკეთებენ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი გიორგი კვესიტაძე და თსუ-ს ბიოსამედიცინო სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელი, სტუს-ს მიმართულების ხელმძღვანელი პროფესორი რამაზ ქაცარავა.

თეზისების მიღება წარმოებს 2013 წლის 1 მარტამდე.

კონფერენციის მონაწილეები მიიღებენ სერტიფიკატებს და საუკეთესო ზეპირი და სტენდური მოხსენებებისათვის დაწესებულია პრიზები.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ კონფერენციის ვებ-გვერზე...

 

გამოქვეყნებულია: 17-02-2013


 

 

 

ჩვენი სტუმარი

მარიკა მეგრელიშვილი

ამ სკოლამ მომცა შესაძლებლობა გამეცნო ქიმიით დაინტერესებული თანატოლები

 

 

სწრაფი ბმულები