სტუმრები

დღეს ჩვენი სტუმარია ქალაქ ბათუმის მე-8 საჯარო სკოლის მოსწავლე ლაშა ხაჯიშვილი.



 

 

ქიმია ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია

მოგესალმებით ლაშა. გააცანით თქვენ თავი ჩვენს მკითხველებს.

მე გახლავართ ლაშა ხაჯიშვილი. ვცხოვრობ ქალაქ ბათუმში, ვსწავლობ მე-8 საჯარო სკოლაში.

 

- ძალიან საინტერესოა. თქვენი სკოლიდან ბევრი სწავლობს ჩვენს ონლაინ სკოლაში. რამდენიმე უკვე იყო კიდეც ჩვენი კედლის გაზეთის სტუმარი. მათ უკვე გვითხრეს, თუ რატომ და როგორ დაინტერესდნენ ქიმიით. თქვენც იგივეს გკითხავთ, რატომ დაინტერესდით ქიმიით?

ქიმია ჩემთვის სიახლეა, რომელიც ძალიან მაინტერესებს. ქიმია ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია, ის არის ყველგან და ყველაფერში, ზუსტად ამან გამოიწვია ჩემი ინტერესი.

 

- და როგორ შეიტყვეთ ჩვენი სკოლის შესახებ და რატომ აირჩიეთ ეს სკოლა?

მეგობრის მშობელმა მომაწოდა ინფორმაცია და ვიფიქრე, რატომაც არა?!

 

-გაამართლა თუ არა თქვენი მოლოდინები ონლაინ სკოლა "ზურგჩანთამ" ?

გადააჭარბა მოლოდინს.

 

- საინტერესოა, იყენებთ თუ არა აქ მიღებულ სკოლას  თქვენს სასკოლო გარემოში?

აქ მიღებული ცოდნა ძალიან გამომადგა სკოლაში, რადგანაც ბევრი რამ ვისწავლე.

 

- როგორი იქნება თქვენი რჩევები და სურვილები ონლაინ სკოლისთვის?

ყველაფერი იდეალურია, ერთადერთი თხოვნა მექნება, არ დააგდოთ ხარისხი.

ესაუბრა www.chemistry.ge

გამოქვეყნებულია 19-04-2022