დღეს ჩვეენი სტუმარია საქართვლეოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პოფესორი, საქართვლეოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციის ერთ-ერთი აქტიური წევრი ქალბატონი ჟუჟუნა პეტრიაშვილი.



 

ვირტუალური სასწავლო რესურსი ქიმიაში

როგორც ფართო საზოგადოებისთვის არის ცნობილი, საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს მიერ 2015 წლის 10-17 ნოემბერს ორგანიზებული იქნა მეცნიერებისა და ინოვაციების კვირეული. კვირეული საკმაოდ მასშტაბური იყო: პარალელურად ტარდებოდა ლექციები და ტრენინგები, ღია კარის დღეები, სახალისო ცდები მოსწავლეებისათვის, კონფერენციები, გამოფენები და სხვ. კვირეულში მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა უნივერსიტეტმა, კვლევითმა და საგანმანათლებლო დაწესებულებამ.

- ქალბატონო ჟუჟუნა, თქვენ თუ მიიღეთ მონაწილეობა სამეცნიერო კვირეულში.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ფართოდ იყო ჩაბმული ამ ღონისძიებებში, რომელთაგანაც მე მხვდა წილად პატივი მონაწილეობა მიმეღო გამოფენაში.

- თქვენ რა პროექტით მონაწილეობით?

სამეცნიერო კვირეულზე წარვადგინე სასწავლო რესურსი ქიმიის სწავლებაში – ერთის მხრივ სასწავლო სადემონსტრაციო ფილმების სახით (ქიმიური ბმები: იონური ბმა, კოვალენტური ბმა ვალენტური კავშირების მეთოდით, მეტალური ბმა, წყალბადური ბმა და წყლის უნიკალური თვისებები, პერიოდული სისტემა და მისი განვითარების ეტაპები) და მეორეს მხრივ ფიზიკის დეპარტამენტის პროფესორ, ვირტუალური სამუშაოების ცენტრის ხელმძღვანელ დავით სონღულაშვილთან ერთად ვირტუალური სასწავლო პრაქტიკული და ლაბორატორიული სამუშაოები.

- რა სახის პრაქტიკული სამუშაოების შესრულება შეუძლია სტუდენტს ამ პროგრამების საშუალებით?

პრაქტიკული სამუშაოები ეხება ქიმიურ ჭურჭელსა და აღჭურვილობას, ქიმიურ ელემენტთა პერიოდულ სისტემას და პერიოდულობას, ხოლო ლაბორატორიულ სამუშაოები შეიძლება ჩატარდეს შემდეგ საკითხებზე: ნაერთთა კლასები-ოქსიდებისა და მჟავების მიღება და თვისებები, ქიმიური ბმა და ელექტროგამტარობა, მჟავათა და ფუძეთა შედარებითი სიძლიერე, ბუფერული ხსნარები, კომპლექსური მარილები და სხვ.

- თქვენი აზრით, რამდენად ნაყოფიერი იყო მსგავსი პროექტების წარდგენა სამეცნიერო კვირეულზე?

გამოფენამ დიდი ინტერესი გამოიწვია. განსაკუთრებით დაინტერესდნენ საშუალო სკოლის მოსწავლეები, რომლებიც გამოფენის ფოიეში ხალისით ადევნებდნენ თვალს სახალისო რეალურ ექსპერიმენტებს, რომელიც საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციამ წარადგინა და ასევე საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ რა თეორიულ მასალას, ჩაეტარებინათ ვირტუალური ექსპერიმენტი. ისინი მოლეკულურ დონეზე აკვირდებოდნენ მიმდინარე პროცესებს, ხალისით ასრულებდნენ მოცემულ დავალებას და აგროვებდნენ სათანადო ქულებს.

- როგორ ფიქრობთ, ასეთი სახის ღონისძიებები რამდენად საჭიროა და თუ შეუწყობს ხელს საბუნებისმეტყველო საგნების პოპულარიზაციას?

ცხადია, ასეთი სახის ღონისძიებები უდავოდ ხელს შეუწყობს ახალგაზრდების სწრაფვას მეცნიერებისაკენ და სავსებით ამართლებს გამოთქმას "მეცნიერება იწყება სკოლიდან".


 

ესაუბრა

2015-11-25

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას