შეეკითხე მეცნიერს

კითხვა:

მაინტერესებს როგორია გოგირდის ეთერის და ქლოროფორმის ქიმიური ფორმულები და თვისებები?
კახა ბრეგვაძე.

პასუხი:.

• გოგირდის ეთერი იგივე დიეთილის ეთერია. მისი ქიმიური ფორმულაა (C2H5)2O. იგი ძალზე აქროლადი, ადვილად აალებადი, თხევადი ნივთიერებაა სპეციფიკური სუნით. დიეთილის ეთერი წყალში ცუდად ხსნადია (იხსნება დაახლოებით 6% 20 °C-ზე).
• ქლოროფორმი იგივე ტრიქლორმეთანია. მისი მოლეკულური ფორმულაა CHCl3. ქლოროფორმი მოტკბო სუნის, წყალში ცუდად ხსნადი (იხსნება 1გ 100გ წყალში 15 °C-ზე) უფერო თხევადი ნივთიერებაა.
•• დიეთილის ეთერის (გოგირდის ეთერი) და ქლოროფორმის ქიმიური თვისებების და გამოყენების გაცნობა შესაძლებელია სტუ-ს ბიბლიოთეკასა და ამავე უნივერსიტეტის ორგანული ქიმიის მიმართულებაზე არსებული ორგანული ქიმიის სრული კურსის ნებისმიერი სახელძღვანელოდან.

 

 

 

ჩვენი სტუმარი

მარიკა მეგრელიშვილი

ამ სკოლამ მომცა შესაძლებლობა გამეცნო ქიმიით დაინტერესებული თანატოლები

 

 

სწრაფი ბმულები