ეს საინტერესოა

 

რენტგენოსტრუქტურული ანალიზი კრისტალების გარეშე

რენტგენოსტრუქტურული ანალიზის მეთოდით (РСА) ნაერთის მოლეკულური სტრუქტურის დადგენისას, ქიმიკოსებისათვის ფავორიტ მასალას კრისტალები წარმოადგენს. მაგრამ, წარმოიშობა სირთულეები როცა მეცნიერებს არ შეუძლიათ ნივთიერების მიღება კრისტალური ფორმით, ან კრისტალების გასაზრდელად არ არის საკმარისი პირობები.

თუმცა შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი ნაპოვნია - მეცნიერები გვათავაზობენ ნანოზომის სარჩულების გამოყენებას საკვლევი მოლეკულების დასაფიქსირებლად.

რენტგენულ კრისტალოგრაფიაში რენტგენის სხივები ნაერთში მონოკრისტალის მეშვეობით აღწევენ. დიფრაქციული სურათი საშუალებას იძლევა დადგინდეს მოლეკულის სტრუქტურა, რომელიც აყალიბებს ნიმუშის კრისტალურ მესერს. მეცნიერებს РСА მეთოდი განუსაზღვრელი რაოდენობის მოლეკულის სტრუქტურის დადგენაში დაეხმარა, მათ შორისაა ანტიბიოტიკები, სამრეწველო კატალიზატორები და შაქრის სინთეზური შემცვლელები.

 

სრულად

 

წყარო:Nature, 2013, DOI: 10.1038/nature11990

 

გამოქვეყნებულია: 05-06-2013