ეს საინტერესოა

 

ფლეროვიუმი და ლივერმორიუმი - ორი ახალი მძიმე ელემენტი პერიოდულობის ცხრილში

ლოურენსის სახელობის ლივერმორის ეროვნული ლაბორატორიის (LLNL) და Dubna–ს მეცნიერების მიერ მოწოდებულ იქნა 114–ე და116–ე ელემენტების სავარაუდო დასახელებები – ფლეროვიუმი (114) და ლივერმორიუმი (116).

2011 წლის ივნისში IUPAC-მა ოფიციალურად ცნო აღნიშნული ელემენტები. აღსანიშნავია, რომ ისინი 10 წლის წინ იქნა პირველად სინთეზირებული LLNL–სა და ‘Dubna“–ს ერთობლივი კვლევის შედეგად.

სახელი ფლეროვიუმი (რომლის სიმბოლოა Fl) ბირთვული რაექციების ლაბორატორიის საპატივსაცემოდ. ამ ლაბორატორიაში არაერთი მძიმე ელემენტი იქნა მიღებული, მათ შორის 114–ე ელემენტი. გიორგო ფლეროვი (1913–1990) წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა ამ ლაბორატორიას, მან აღმოაჩინა ურანის სპონტანური დაშლა და იყო ერთ–ერთი პიონერი მძიმე იონების ფიზიკის. იგი იყო დამფუძნებელი ბირთვული კვლევების ერთობლივი ინსტიტუტის, რომელსაც გარდაცვალების შემდეგ მიენიჭა მისი სახელი.

ლივერმორიუმი (რომლის სიმბოლოა Lv) ეწოდა ლივერმორის ეროვნული ლაბორატორიის და ქალაქ ლივერმორის (კალიფორნია) საპატივსაცემოდ. ამ ლაბორატორიის მკვლევარებმა ფლეროვის ლაბორატორიასთან თანამსრომლობით მიიღეს მიიღეს არა ერთი მძიმე ელემენტი, მათ შორის 116–ე ელემენტი.

 

სრულად

 

წყარო:ScienceDaily (Dec. 1, 2011)

 

გამოქვეყნებულია: 23-09-2012