მაღალ წნევის ქვეშ ნატრიუმს და წყალბადს შეუძლია განიცადოს მეტამორფიზმი და გახდეს სუპერგამტარი

სუპერგამტარების ძიებისას მეცნიერებმა ჯერ ჯიდევ დიდი ხნის წინ გამოთქვეს ვარაუდი, რომ წყალბადის დაჭირხვნით მეტალურ ფორმაში შესაძლებელი იყო მისთვის ელექტროგამტარობის თვისების შეძენა.

თხევამი მეტალური წყალბადი, ივარაუდება, რომ შეიძლება არსებობდეს მაღალი გრავიტაციის პირობებში, მაგალითად იუპიტერისა და სატურნის ატმოსფეროში. მაგრამ დედამიწაზე, ჯერ-ჯერობით არ არის შექმნილი ისეთი სტატიკური დაჭირხვნის ტექნიკა, რომელიც მოგვცემდა საშუალებას წყალბადი დიდი ხნის განმავლობაში შევინარჩუნოთ მეტალურ მდგომარეობაში. დარტყმითი-ტალღური მეთოდი, რომელიც გამოიყენება ხელოვნური ალმასის წარმოებაში ასევე უშედეგოა.

ჟურნალში "Physical Review Letters" 10 ივნისს ბუფალოს უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორმა ევა ციურეკმა ახალგაზრდა მკვლევარებთან ერთად გამოაქვეყნეს სტატია, სადაც გვთავაზობენ წყალბადის მეტალიზაციის ალტერნატიულ გზას. კერძოდ, როგორც ავტორები აცხადებენ, წყალბადისათვის ნატრიუმის დამატებით შესაძლებელია წყალბადის სუპერგამტარის მიღება გაცილებით დაბალი წნევების გამოყენებით...


წყარო:
ScienceDaily (June 13, 2011)

გამოქვეყნებულია: 07-11-2011






უკან დაბრუნება 

 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას