ეს საინტერესოა

 

კოფეინი და კოკა-კოლა

ჯონ ჰოპკინსის ახალი გამოკვლევის თანახმად, ადამიანების უმეტესობა, ვინც კოლას სვამს, ვერ აცნობიერებს  სასმელი კოფეინს შეიცავს თუ არა. ”ეს ეწინააღმდეგება გამაგრილებელი სასმელის ზოგიერთი მწარმოებლის განცხადებას, რომ ისინი კოფეინს მხოლოდ გემოვნებით ამატებენ”, - ამბობს ფსიქოფარმაკოლოგი, დოქტორი როლანდ გრიფიტსი, რომელიც ხელმძღვანელობდა კვლევას.

25 მოზრდილ  ადამიანზე  ჩატარდა კვლევა რომლებიც რეგულარულად სვამდნენ კოკა კოლას, შედეგად მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ამ ადამიანების მხოლოდ 8 პროცენტს შეუძლია სასმელში კოფეინის დაფიქსირება 0,1 მგ/მლ-ში, რა კონცენტრაციაა Coca-Cola Classic– სა ან Pepsi– ში. ჯგუფის დანარჩენმა ნაწილმა ვერ შეძლო ეპოვა განსხვავება კოფეინის შემცველ და კოფეინს არ შემცველ კოლას შორის, სანამ მისი დონე გაცილებით მაღალ კონცეტრაციამდე არ  გაზარდეს, რაც ეწინააღმდეგება ამერიკის შეერთებული შტატების ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დეპარტამენტის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის  (FDA)  სტანდარტებს.

”ჩვენ ვიცით, რომ მოზრდილებსა და ბავშვებს შეუძლიათ ფიზიოლოგიურად და ფსიქოლოგიურად დამოკიდებული იყვნენ კოფეინურ გამაგრილებელ სასმელებზე, მასზე უარის თქმის შემთხვევაში კი ისინი განიცდიან აბსტინენციას”, - ამბობს გრიფიტსი. ჰოპკინსში ჩატარებულმა ადრეულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ეს სიმპტომი, თავის მხრივ, მოიცავს თავის ტკივილს და ლეტალგიას ,რომელიც გრძელდება ერთი ან ორი დღე.

კოფეინის მიღების შედეგად იზრდება გულის ცემა, რაც ზრდის სისხლის წნევას, 40 წუთის განმავლობაში მცირედ იმატებს განწყობა დოფამინის გაძლიერების ხარჯზე, თუმცა 3-6 საათის შემდეგ კოფეინის მოქმედება მთავრდება, რაც იწვევს დაღლილობას, დავარდნილ შრომის უნარიანობას და სხვა.

კოფეინის ქცევითი ან გუნება-განწყობილების ეფექტის შესახებ ადრეულ წლებში არავინ იცოდა. ინდუსტრიის მეცნიერებმა კი უპასუხეს კითხვებს, ამჯერად ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კოფეინის არომატიზატორი.



მასალა მომზადებულია ანა ჩაბრავას მიერ.

 

წყარო:Science Daily

 

გამოქვეყნებულია: 24-06-2021