ეს საინტერესოა

 

პლასტმასის გადამუშავების შედეგად აღმოჩენილი იშვიათი ლითონები

ახალი კვლევის თანახმად, პლანეტის ზოგიერთი უიშვიათესი ლითონი, რომელიც გამოიყენება სმარტფონებისა და სხვა ელექტრო მოწყობილობების წარმოებაში, უფრო ხშირად გვხვდება ყოველდღიურ სამომხმარებლო პლასტმასებში.

მეცნიერებმა შეამოწმეს ახალი და მეორადი პროდუქტების ასორტიმენტი - მათ შორის ბავშვების სათამაშოები, საოფისე ტექნიკა და კოსმეტიკური კონტეინერები და აღმოაჩინეს, რომ ისინი შეიცავს დედამიწაზე არსებული იშვიათი  ელემენტებს.

მრავალი დეტალური შეფასებით, მათ შეისწავლეს იშვიათ მიწათა ელემენტების დონე (rare earth elements -REE), აგრეთვე ბრომისა და დარიშხანის რაოდენობა, რომლებსაც იყენებენ ელექტრო აპარატებში ცეცხლის შემანელებლებად .

 

შედეგებმა აჩვენა, რომ ტესტირებული 31 პროდუქტიდან 24-ში აღმოჩნდა ერთი ან მეტი REE, მათ შორის იმ საგნებში, სადაც დაურეგულირებელი გადამუშავება აკრძალულია, მაგალითად, ერთჯერადი საკვების შეფუთვაში.

კვლევა, რომელიც გამოქვეყნდა Science of the Total Environment- ში, არის პირველი, რომელიც სისტემატურად იკვლევს REE- ს სრულ პაკეტს სამომხმარებლო პლასტმასის ფართო სპექტრში.

 

მიუხედავად იმისა, რომ ისინი ადრე გვხვდებოდნენ სხვადასხვა გარემოში - მიწისქვეშა წყლის, ნიადაგისა და ატმოსფეროს ჩათვლით, კვლევა აჩვენებს "პლასტმასის" ფართო REE დაბინძურებას, რომელიც, როგორც ჩანს, არ უკავშირდება ერთ წყაროს ან საქმიანობას.

 

დოქტორმა ენდრიუ ტერნერმა, პლიმუთის უნივერსიტეტის გარემოს დაცვის მეცნიერებათა ფაკულტეტის  ასოცირებულმა პროფესორმა  და კვლევის წამყვანმა ავტორმა თქვა: ” დედამიწის იშვიათ ელემენტებს აქვთ მრავალმხრივი გამოყენება თანამედროვე ელექტრონულ აღჭურვილობაში მათი მაგნიტური, ფოსფორესცენტული და ელექტროქიმიური თვისებების გამო. თუმცა მათ შეგნებულად არ უმატებენ პლასტმასს რაიმე ფუნქციის შესასრულებლად. ასე რომ, მათი არსებობის შედეგად უფრო სავარაუდოა დაბინძურება, ამოსაღები კომპონენტების მექანიკური გამოყოფისა და დამუშავების დროს“.

 

დოქტორი ტერნერი  იკვლევს ტოქსიკური ნივთიერებების არსებობას ყოველდღიური სამომხმარებლო პროდუქტების, საზღვაო ნაგვისა და ფართო გარემოს შიგნით.

2018 წლის მაისში მან აჩვენა, რომ საშიში ქიმიკატები, როგორიცაა ბრომი, სტიბიუმი და ტყვია, აღმოჩენილია საკვებთან დაკავშირებულ ნივთებსა და სხვა ყოველდღიურ პროდუქტებში, რადგან მწარმოებლები იყენებენ გადამუშავებულ ელექტრო მოწყობილობებს, როგორც შავი პლასტმასის წყაროს.  მისი ეს სამუშაო ნაწილი იყო განსაკუთრებით წარმატებული , რადგან დაიმსახურა დედოფლის ყოველწლიური პრემია მიკროპლასტიკის დაბინძურების შესახებ პიონერული კვლევისთვის.



მასალა მომზადებულია ანი ჩაბრავას მიერ.

 

სრულად

 

წყარო:Andrew Turner, John W. Scott, Lee A. Green. Rare earth elements in plastics. Science of The Total Environment, 2021; 774: 145405 DOI: 10.1016/j.scitotenv.2021.145405

 

გამოქვეყნებულია: 11-06-2021