ეს საინტერესოა

 

მარწყვი, როგორც სასარგებლო პროდუქტი ადამიანის ორგანიზმისთვის

ჯანმრთელობისთვის შესაძლო სარგებელი, რომელიც დაკავშირებულია ხილის დიეტურ მიღებასთან, ზრდის ინტერესს მათ მიმართ. კენკროვანებს შორის მარწყვი არის მდიდარი საბადო საკვები ბიოაქტიური ნაერთებისა, რომლებიც მონაწილეობენ ჯანმრთელობის ხელშემწყობი და დაავადების პროფილაქტიკის სხვადასხვა მიმართულებით. მრავალრიცხოვანმა გამოკვლევებმა აჩვენა მარწყვის მოხმარების სარგებელი, როგორიცაა ანთებითი პროცესებისა და ჟანგვითი პროცესების პრევენცია, აგრეთვე  სიმსუქნესთან დაკავშირებული დარღვევების  და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკის შემცირება  და სხვადასხვა სახის კიბოსგან დაცვა. გარდა ამისა, მეცნიერებმა გამოიკვლიეს  მარწყვის ძირითადი ფიტორეაგენტების ბიოშეღწევადობა და მეტაბოლიზმი, ისევე როგორც მათი მოქმედებები მრავალი პათოლოგიის წინააღმდეგ, მათ შორის კიბო, მეტაბოლური სინდრომი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, სიმსუქნე, დიაბეტი, ნეიროდეგენერაცია, მიკრობულ  პათოგენეზთან ერთად.  სწორედ ზემოთ ჩამოთვლილმა მარწყვის, როგორც სასარგებლო პროდუქტის გამოყენებამ გამოიწვია მეცნიერთა დიდი ინტერესი ამ კენკროვანის მიმართ და დღესდღეობითაც გრძელდება კვლევები.



მასალა მომზადებულია ანა ჩაბრავას მიერ.

 

წყარო:J. Agric. Food Chem. 2016, 64, 22, 4435–4449

 

გამოქვეყნებულია: 07-06-2021