ბაქტერიები, როგორც წყალქვეშა ნავები

მეცნიერებმა შექმნეს ახალი ტიპის ბაქტერიები რომლებიც აღიქვამენ ხმის ტალღებს, როგორც წყალქვეშა ნავები.

კალტეჩის მკვლევრებმა გადაწყვიტეს შეექმნათ ისეთი ბაქტერიული უჯრედები, რომლებიც შეძლებდნენ ხმის ტალღების აღქმას, როგორც ეს ხდება წყალქვეშა გემებში მათი ადგილმდებარეობის დასადგენად.

კვლევის საბოლოო მიზანს წარმოადგენს პაციენტის სხეულში თერაპიული ბაქტერიების ინექცია - მაგალითად, როგორც პრობიოტიკები, რომლებიც ხელს უწყობენ ნაწლავის დაავადებების ან მიზანმიმართულად სიმსივნური დაავადებების მკურნალობას. შემდეგ აპირებენ გამოიყენონ ულტრაბგერითი აპარატები ბგერითი ტალღების აღქმით მათი მდებარეობის დასადგენად. მიღებული ტალღებით საბოლოოდ იქმნება სურათები, რომლებიც ავლებენ მიკრობების ზუსტ მდებარეობას ორგანიზმში. მიღებული სურათები ექიმებს საშუალებას მისცემს მკურნალობა წარმართონ სწორად.

“ჩვენ ვსწავლობთ ბაქტერიულ უჯრედებს, რომელთაც შეუძლიათ გამოსცენ ბგერითი ტალღები, რათა შევძლოთ განვსაზღვროთ მათი მდებარეობა, როგორც წყალქვეშა გემები აგზავნიან სიგნალებს, როცა სხვა გემი ეძებთ მათ.“ მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარი მიხეილ შაპირომ განაცხადა, რომ „ჩვენ გვინდა, შეგვეძლოს ვკითხოთ ბაქტერიას, სად ხარ და რას აკეთებ? პირველი ნაბიჯი არის ის, რომ ვისწავლოთ თუ როგორ უნდა დავადგინოთ მათი მდებარეობა და მომდევნო ნაბიჯი არის მათთან კომუნიკაცია. ამდენად, მოცემული კვლევის მთავარი მიზანს წარმოადგენს მათი ადგილმდებარეობის განსაზღვრა, შემდეგ კი კომუნიკაციის დამყარება.“

კვლევის წინასწარი შედეგები გამოქვეყნდება ჟურნალ Nature-ს 4 იანვრის ნომერში.

მასალა მომზადებულია მედეა ქურხულის მიერ.




წყარო:
Nature, 2018; 553 (7686): 86 DOI: 10.1038/nature25021

გამოქვეყნებულია: 31-07-2018






უკან დაბრუნება 

 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას