ეს საინტერესოა

 

ელემენტთა პერიოდულობის ცხრილის მე-7 პერიოდი შეივსო

2015 წლის 30 დეკემბრის IUPAC-ის გადაწყვეტილებით პერიოდულობის ცხრილის მე-7 პერიოდს ოთხი ახალი მძიმე ელემენტი დაემატა, რითაც აღნიშნული პერიოდი შეივსო.

უკანასკნელი განახლება პერიოდულობის ცხრილმა 2011 წელს განიცადა, როდესაც მას 114-ე და 116-ე ელემენტები დაემატა.

მიმდინარე წელს კი IUPAC-მა საბოლოდ ცნო დადასტურებულად იაპონელი, ამერიკელი და რუსი მეცნიერების მიერ გაკეთებული განცხადება ახალი ელემენტების აღმოჩენასთან დაკავშირებით. 115-ე, 117-ე და 118-ე ელემენტები აღმოჩენილი იქნა რუსულ-ამერიკული სამეცნიერო ჯგუფის მიერ, რომელიც უკვე წლებია ერთობლივ კვლევებს ატარებენ დუბნას ბირთვული კვლევების ინსტიტუტსა და კალიფორნიის ლოურენს ლივერმორის ეროვნულ ლაბორატორიაში. 113-ე ელემენტის აღმოჩენა კი რიკენის ინსტიტუტში (იაპონია) განხორციელდა პროფესორ კოსუკე მორიტას ხელმძღვანელობით.

 

სრულად

 

წყარო:IUPAC

 

გამოქვეყნებულია: 25-07-2017