ეს საინტერესოა

 

აშშ-ში მიღებული იქნა სიმსივნის საწინააღმდეგო ვირუსული თერაპია

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაამტკიცა სიმსივნის საწინააღმდეგო პირველი ვირუსული თერაპია, რომლის ძირითადი სამიზნე არის მელანომა - კანის სიმსივნოვანი დაავადების ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული ფორმა. ევროპაში აღნიშნული თერაპია წლის ბოლოსთვის იქნება აღიარებული.

ImlygiTM (იგივეT-Vec ) წარმოადგენს გენეტიკურად მოდიფიცირებულ ჰერპესის სიმპლექსურ ვირუსს და გამიზნულია მელანომას დათრგუნვისათვის, რადგან მისი სრულყოფილად მიცილება შეუძლებელია ქირურგიული გზით. თერაპიის დროს იგი შეჰყავთ უშუალოდ დაზიანების კერაში ინექციის სახით. მელანომას უჯრედში მოხვედრილი ვირუსი განიცდის რეპლიკაციას და წარმოქმნის იმუნო-რევაქცინაციის პროტეინს GM-CSF. შედეგად მელანომას უჯრედები იხლიჩებიან და იღუპებიან, თან იმავდროულად წარმოქმნიან ვირუსის ახალ ნაწილაკებს, GM-CSF პროტეინს და სიმსივნიდან გენერირებულ ანტისხეულებს.

ImlygiTM -ის გამომგონებლები ვარაუდობენ, რომ მკურნალობის პროცესის პარალელურად შესაძლებელია ამაღლდეს ორგანიზმის იმუნური სისტემა და მან თავადაც განახორციელოს სიმსივნის საწინააღმდეგოდ ბრძოლა, თუმცა მედიკამენტის მოქმედების ზუსტი მექანიზმი ჯერ კიდევ შესწავლის პროცესშია.

ImlygiTM იწარმოება BioVex-ის მიერ.

 

სრულად

 

წყარო:R H I Andtbacka et al, J. Clin. Oncol., 2015, 33, 2780

 

გამოქვეყნებულია: 20-11-2015