ეს საინტერესოა

 

ახალი მიღწევა მზის თერმული ენერგიის შენახვაში

ორეგონის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინჟინრებმა მიაგნეს მზის თერმული ენერგიის კონცენტრირებული სახით შენახვის ახალ მეთოდოლოგიას, რომელიც შეამცირებს ენერგიის ღირებულებას და მისი უფრო პრაქტიკულს გახდის ფართო გამოყენებისათვის.

ახალი ტექნოლოგია დაფუძნებულია ენერგიის შენახვის ინოვაციურ თერმოქიმიურ მეთოდზე, რომელშიც ციკლური ხასიათის ქიმიური გარდაქმნა უზრუნველყოფს ენერგიის შენახვა -ტრანსპორტირებას.

ახალი ტექნოლოგიის მიხედვით, მზიდან მიღებული ენერგიის ნაწილი შესაძლებელია გამოყენებული იქნას პირდაპირ, ხოლო ჭარბი ნაწილი კი დაგროვდეს ქიმიური გარდაქმნის შედეგად მოლეკულაში, რომლის გამოყენების შესაძლებელი იქნება მოთხოვნის გაზრდის შემთხვევაში.

აქედან გამომდინარე, იგი წარმოადგენს მზის ენერგიის შენახვის თერმოქიმიურ ბატარეას (ენერგიის აკუმულირება ხდება ქიმიური ბმების საშუალებით), რომლიდანაც ენერგია გადაიტანება არა ელექტრული დენის, არამედ სითბოს საშუალებით.

სისტემის ფუნქციონირების საფუძველს წარმოადგენს სტრონციუმის კარბონატის შექცევადი დაშლა სტრონციუმის ოქსიდსა და ნახშირბადის დიოქსიდში, რომლის დროსაც შთაინთქმება ენერგია. განმუხტვის დროს სტრონციუმის ოქსიდი შედის რეაქციაში ნახშირბადის დიოქსიდთან ხელახლა და გამოათავისუფლებს შთანთქმულ ენერგიას. ამასთანავე აღსანიშნავია რომ გამოყენებული მასალები არა აალებადები, ადვილად ხელმისაწვდომი და ეკოლოგიურად უსაფრთხონი არიან.

 

სრულად

 

წყარო:1.Nathan R. Rhodes, Amey Barde, Kelvin Randhir, Like Li, David W. Hahn, Renwei Mei, James F. Klausner, Nick AuYeung. Solar Thermochemical Energy Storage Through Carbonation Cycles of SrCO3/SrO Support

 

გამოქვეყნებულია: 20-11-2015