ეს საინტერესოა

 

სისხლის ანალიზის მომავალის ლაბორატორია

მკვლევარებმა შვეიცარიიდან შეიმუშავეს მიკროკაპილარული ბაქანი, რომელსაც შეუძლია ოთხი ცილოვანი ბიომარკერის რაოდენობრივი განსაზღვრა 1000-ზე მეტ სისხლის ნიმუშში, რომელიც განთავსებულია ერთ მიკროკაპილარულ ჩიპში.

რეაგენტების ხარჯვის, დროისა და ღირებულების საგრძნობი შემცირების გამო, ამ ახალ მაღალი წარმადობის ტექნოლოგიას შეუძლია ადრეულ სტადიაზე მნიშვნელოვნად გააიაფოს დაავადების დიაგონტიკა.

მრავალი კლინიკური დიაგნოსტიკური ცდები ეყრდნობა პაციენტის სისხლში სპეციფიური ცილის რაოდენობრივ განსაზღვრას. თუ ამ ცილის რაოდენობა ნორმიდან განსხვავებულია, მაშინ ეს შეიძლება დაავადების მანიშნებელი იყოს. დღემდე ასეთი ტესტების ჩატარება ძალიან ძვირია და დიდ დროს მოითხოვს, იგი მხოლოდ მაშინ გამოიყენება, როცა განსაზღვრული დაავადება თავს იჩენს ან პაციენტს უკვე აღენიშნება მისთვის დამახასიათებელი სიმპტომები.

ხოსე გარსია-კორდერო (Jose Garcia-Cordero ) და სებასტიან მერკლი (Sebastian Maerkl) შვეიცარიიდან ( ლოზანის უმაღლესი ტექნიკური სკოლა) იმედოვნებენ არსებული სიტუაციის ცვლილებას, მათ მიერ შემუშავებული ახალი მიკროკაპილარული ბაქნის საშუალებით, რომელსაც შეუძლია ადამიანის სისხლში ცილოვანი ბიომარკერების რაოდენობრივი განსაზღვრა და ამასთან ანალიზის ჩასატარებელი ნიმუშის მოცულობა შეადგენს მხოლოდ 5 ნანოლიტრს.

 

სრულად

 

წყარო:Lab Chip, 2014, DOI: 10.1039/c3lc51153g

 

გამოქვეყნებულია: 14-05-2015