სიახლეები

სპქა-ს განცხადება

საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა სპქა-ს ერთ-ერთი თანადამფუძნებელი, გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე  აკადემიკოსი შოთა სამსონია.

ბატონი შოთა იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი, ორგანული ქიმიის კათედრის გამგე,  პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, პეტრე მელიქიშვილის პრემიის ლაურეატი.

პროფესორი სამსონია 600-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, არაერთი სახელმძღვანელოსა და მონოგრაფიის ავტორი და თანაავტორია. მან  მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჰეტეროციკლური ორგანული ნაერთების ქიმიის განვითარებაში.  

სპქა-ს წევრების სახელით სამძიმარს ვუცხადებთ ბატონი შოთას ოჯახს და საქართველოს ქიმიკოსთა საზოგადოებას.

 

სქპა-ს სახელით,
გამგეობის თავმჯდომარე
ელიზბარ ელიზბარაშვილი

 

გამოქვეყნებულია: 04-04-2022


 

 

 

ჩვენი სტუმარი

მარიკა მეგრელიშვილი

ამ სკოლამ მომცა შესაძლებლობა გამეცნო ქიმიით დაინტერესებული თანატოლები

 

 

სწრაფი ბმულები