სიახლეები

ანონსი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი გიწვევთ STEM აკადემიაზე ქიმიაში და  ქიმიის საბაკალავრო ინგლისურენოვანი პროგრამის ღია კარის დღეზე, 2022 წლის 18 მარტს, 11:00 საათზე, თსუ-ს I კორპუსის საკონფერენციო დარბაზში. ღონისძიება გაიმართება სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს, ამერიკის ქიმიური საზოგადოების საქართველოს საერთაშორისო წარმომადგენლობასა და ამერიკის ქიმიური საზოგადოების საქართველოს სტუდენტურ წარმომადგენლობასთან თანამშრომლობით.

 

თსუ-ში ქიმიის საბაკალავრო ინგლისურენოვანი პროგრამა ხორციელდება 2020-2021 სასწავლო წლიდან და წარმოადგენს სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს ქიმია-ბიოქიმიის პროგრამის ანალოგს. აკადემიურ პერსონალს გავლილი აქვს სტაჟირება სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში (კალიფორნია) და უძღვება შესაბამის კურსებს.

საქართველოს მოქალაქეებისათვის პროგრამაზე სწავლის ღირებულება შეადგენს 2250 ლარს,  ხოლო უცხოელი სტუდენტებისათვის არის 10 000 ლარი წელიწადში.

პროგრამის მიზანია თანამედროვე და მსოფლიოში აღიარებული სტანდარტების შესაბამისად მოამზადოს სპეციალისტები, რომლებსაც ექნებათ ქიმიის ძირითადი დისციპლინების მაღალი დონის ცოდნა და შეძლებენ სხვადასხვა საერთაშორისო პროგრამაზე სწავლის გაგრძელებასა და პრაქტიკულ საქმიანობას როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ ქიმიის, ბიოქიმიისა და მათ მონათესავე დარგებში.

 

  ღონისძიებაზე დასასწრებად, რეგისტრაციისათვის ეწვიეთ ბმულს: https://forms.gle/gXp7vXwVSRrgU2iV7



შეხვედრა ჩატარდება 2022 წლის 18 მარტს,  11:00 სთ-ზე.

მისამართი:  თსუ-ს I კორპუსი.

იხილეთ დამატებითი ინფორმაცია

 

გამოქვეყნებულია: 12-03-2022


 

 

 

ჩვენი სტუმარი

მარიკა მეგრელიშვილი

ამ სკოლამ მომცა შესაძლებლობა გამეცნო ქიმიით დაინტერესებული თანატოლები

 

 

სწრაფი ბმულები