სიახლეები

მენდელეევის სახელობის ქიმიის საერთაშორისო 55-ე ოლიმპიადია

2021 წლის 20-26 აპრილს ტარდება მენდელეევის სახელობის საერთაშორისო ოლიმპიადა ქიმიაში. მიმდინარე წელს COVID-19 უსაფრთხოების გამო ოლიმპიადა ტარდება ონლაინ.

საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი 4 აპრილს ატარებს მენდელეევის საერთაშორისო ოლიმპიადის შესარჩევ ტურს.

 

ოლიმპიადაში დაინტერესებული მოსწავლები საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში უნდა გამოცხადნენ 4 აპრილს  10:00-ზე, თან იქონიონ პირბადე.

 

შესარჩევ ტურში მონაწილეობისათვის აუცილებელია  წინასწარი ონლაინ რეგისტრაცია. რეგისტრაციის გასავლელად მიყევით ბმულს.

 

შესარჩევი ტურის ხანგრძლივობა  5 საათი.

 

ოლიმპიადისა და შესარჩევი ტურის სამუშაო ენა: ინგლისური.

 

მისამართი: 200 აუდიტორია, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, 240 აღმაშენებლის ხეივანი.

საგამოცდო კომისია:
გია ხატისაშვილი (თავმჯდომარე)
გიორგი პეტრიაშვილი
ლაშა ხუციშვილი
თამარ ხატისაშვილი


 

 

დამატებითი ინფორმაცია:

მენდელეევის სახელობის საერთაშორისო ოლიმპიადა 2021 წელს ტარდება ონლაინ რეჟიმში,  ორ ტურად 22 და 23 აპრილს. მონაწილეთა 10% მიიღებს ოქროს, 20%- ვერცხლისა და 30% ბრინჯაოს მედლებს. ოლიმპიადაში მონაწილეობას იღებს შემდეგი ქვეყნები: სომხეთი, ავსტრია, აზერბაიჯანი, ბელორუსი, ბულგარეთი, ესტონეთი, საქართველო, უნგრეთი, ირანი, ისრაელი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ლატვია, ლიეტუვა, მაკედონია, რუსეთი, საუდის არაბეთი, სერბეთი, სლოვაკეთი, სირია, ტაჯიკეთი, თურქეთი, თურქმენეთი, უკრაინა და უზბეკეთი.

 

საქართველო მეოთხედ მონაწილეობს ამ ფორუმში და მას მოპოვებული აქვს უკვე 2 ბრინჯაოს მედალი.

სანიმუშო ამოცანები: ტური 1  |  ტური 2

ოლიმპიადის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

 

გამოქვეყნებულია: 07-06-2021


 

 

 

ჩვენი სტუმარი

ელიზბარ ელიზბარაშვილი

საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია 10 წლის გახდა

სწრაფი ბმულები