გამოვლინდა ტურნირის “ჩხირკედელა“ გამარჯვებულები

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით 15-16 თებერვალს ჩატარდა საბუნებისმეტყველო საგნების ტურნირს “ჩხირკედელას“ ქიმიის ტური, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 12 გუნდმა.

ტურნირის მიზანია დარგის პოპულარიზაცია და მოსწავლეებში კრიტიკული და შემოქმედებითი უნარების განვითარება.

ტურნირის პირველ დღეს გამოვლინდნენ ფინალისტები, ხოლო მერე დღეს საპრიზო ადგილის მფლობელები.

საპრიზო ადგილები შემდეგნაირად განაწილდა:

I ადგილი - აბაშის #1 საჯარო სკოლა - გუნდი “MonoMers“

II ადგილი - ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა - თბილისი - გუნდი “ჰეიზენბერგი“

III ადგილი - დამოუკიდებელი გიმნაზია შავნაბადა - გუნდი “მერკური“

ტურნირის ფინალისტებს სპეციალური სამახსოვრო საჩუქრები გადასცა საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციამ და GT-ჯგუფმა.



ფოტომასალა იხილეთ მასწავლებელთა პროფესიოლი განვთარების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე mastsavlebeli.ge-ზე

  

გამოქვეყნებულია: 16-02-2020




უკან დაბრუნება 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას