ამბავი ქიმიის ქმნისა

20 იანვარს, ექსპერიმენტორიუმში, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ქიმიისა და ფიზიკის ხელნაწერების მულაჟების გამოფენა გაიხნება. ღონისძიების ფარგლებში, გამოიფინება ვახტანგ VI-ის ქიმიის, დავით ბატონიშვილისა და ანტონ I-ის ფიზიკისა და სხვათა ხელნაწერების მულაჟები.


ქიმიისა და ფიზიკის სახელმძღვანელოები მსოფლიოს მასშტაბით ძალიან ცოტაა, რაც ზრდის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ნაშრომების მნიშვნელობას. ეს ხელნაწერები წინა საუკუნეების მეცნიერების მაღალ და პრაქტიკულ დონეზე მიგვანიშნებს.


გამოფენის მიზანია საქართველოში მეცნიერული ხელნაწერების ისტორიული მნიშვნელობის წარმოჩენა და ფართო აუდიტორიისთვის ხელმისაწვდომობის გაზრდა.

გამოფენა გაიხსნება ექსპერიმენტორიუმში და დამთვალიერებლებს თებერვლის შუა რიცხვებამდე უმასპინძლებს.

გამოფენა ორგანიზებულია ექსპერიმენტორიუმისა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ. ღონისძიების მხარდამჭრებია საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია და აგრარული უნივერსიტეტი. 



საკონტაქტო პირი:
თათია გაგუა
+995 595355511
tatia@experimentorium.ge

  

გამოქვეყნებულია: 01-07-2020




უკან დაბრუნება 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას