ფოტო კონკურსი

სპქა ტრადიციულად გამოსაცემად ამზადებს 2020 წლის კედლის კალენდარს. მიმდინარე კალენდრის თემატიკა დაეთმობა ნორჩ ქიმიკოსთა კლუბებს და მათ აქტივობებს.


აქედან გამომდინარე, ცხადდება ფოტო კონკურსი “საუკეთესო კადრი ქიმიის ლაბორატორიიდან“.



კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოს ნორჩ ქიმიკოსთა კლუბების ქსელში გაწევრიანებულ კლუბებს. საკონკურსოდ მიიღება თითო კლუბიდან მხოლოდ ერთი სურათი. სურათის თემატიკა დაკავშირებული უნდა იყოს კლუბის აქტივობასთან.



კლუბის მიერ შერჩეული სურათი უნდა გამოიგზავნოს ელფოსტით  მისამართზე ee.chemclubeduge@gmail.com.  სურათთან ერთად წერილობით უნდა გამოიგზავნოს კლუბის დასახელება, ფოტოს ავტორის სახელი და გვარი, სურათზე აღბეჭდილი ყველა პიროვნების თანხმობის წერილი, რომ თანახმანი არიან კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში მათი სურათი გამოქვეყნდეს ინტერნეტში და დაიბეჭდოს კალენდარზე.



გამოგზავნის ბოლო ვადაა 25 დეკემბერი.



ჟიური შეარჩევს 12 საუკეთესო სურათს.



  

გამოქვეყნებულია: 13-12-2019




უკან დაბრუნება 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას