ნორჩ-ქიმიკოსთა კლუბის ფორმირება დასკვნით ფაზაში შედის

ნორჩ-ქიმიკოსთა კლუბის ფორმირება დასკვნით ფაზაში შედის. 6 აპრილიდან დაიწყო დაგეგმილი შეხვედრების მესამე ეტაპი. მიმდინარე ეტაპის ფარგლებში ქიმიის პედაგოგები, რომელთაც უკვე ჩამოაყალიბეს კლუბი ან უახლოეს მომავალში გეგმავენ მის ჩამოყალიბებას, გაეცნობიან კლუბის ვებგვერდის ადმინისტრირების წესებს. მათთვის მოდულის ავტორების მიერ შეიქმნა კლუბის მართვის ადაპტირებული მართვის პანელი და შესაბამისი სახელმძღვანელო.



6 და 7 აპრილს აგრარულ უნივერსიტეტში, ჩატარდა მორიგი სამუშაო შეხვედრები „ნორჩ ქიმიკოსთა კლუბის ქსელის შექმნის“ ფარგლებში, შეხვედრას უძღვებოდა მენტორი ნათია ოჩხიკიძე.


შეხვედრაზე პედაგოგებმა პორტალზე www.chemclub.edu.ge დაარეგისტრირეს კლუბები და აითვისეს საიტზე მუშაობის ტექნოლოგია. ასევე, აქტიურად იყვნენ ჩართულნი სამუშაო შეხვედრების მიმდინარეობისას, კლუბებში სხვადასხვა ტიპის მასალების ატვირთვასა განთავსებაში.

შეგახსენებთ, რომ სამუშაო შეხვედრები ტარდება სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების“ პროექტის ფარგლებში და ნორჩ ქიმიკოსთა ვებ პორტალზე უკვე დარეგისტრირებულია 172 კლუბი.

შეხვედრის ამსახველი ფოტომასალა.

  

გამოქვეყნებულია: 15-04-2019




უკან დაბრუნება 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას