პროექტის „ქიმიკოსთა დასაქმების ბაზრის კვლევა“ დახურვა

2 აპრილს ქიმიკოსთა ასოციაციამ „ქიმიკოსთა დასაქმების ბაზრის კვლევის“ შედეგები წარადგინა. კვლევის მთავარი მიზნები ქიმიკოსთა პოტენციური დამსაქმებლებისა და ქიმიკოსთა კვალიფიკაციის მქონე პირთა ბაზების შექმნა იყო, ასევე პროექტი მიზნად ისახავდა ასოციაციაში წევრთა მოზიდვას.



კვლევაში 103 კომპანია მონაწილეობდა, რომელთა ძირითადი მიმართულებებია: ქიმიური ტექნოლოგია, ფარმაცევტული ტექნოლოგია, კვების ტექნოლოგია, კვლევითი და სასერთიფიკაციო ლაბორატორიები და სხვა სერვისები. მათგან კითხვარი 76-მა კომპანიამ შეავსო და მათი პასუხების საფუძველზე ქიმიის სწავლებაში არსებული რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემა გამოიკვეთა: (ა) ქიმიისა და ქიმიური ტექნოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამებს მეტი სუბსიდირება სჭირდება სახელწიფოს და/ან კერძო სექტორის მხრიდან, რათა უნივერსიტეტმა შეძლოს დასაქმების ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი სპეციალისტების მომზადება; (ბ) უნივერსიტეტებმა უნდა მიაღწიონ დამსაქმებლების მეტ ჩართულობას კადრების მომზადებაში, რაც გულისხმობს როგორც საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების, ისე მისი განხორციელების ეტაპებზე. საინჟინრო პროგრამისათვის უაღრესად საწარმოო პრაქტიკებისა და სტაჟირების კომპონენტი; (გ) უნდა გაძლიერდეს ძალისხმევა, რათა შეიცვალოს საზოგადოებაში დამკვირდებული არაჯანსაღი (არასწორი) სტერეოტიპი, რომ ქიმია საშიში და მავნე დარგია.



შეხვედრის ბოლოს საკითხის ირგვლივ არსებულ აქტუალურ თემებთან დაკავშირებით დისკუსია გაიმართა და უნივერსიტეტებისთვის რეკომენდაციები გაიცა.



პროექტის დახურვის ცერემონიალს ესწრებოდნენ დონორი ორგანიზაციების „განათლება ყველასათვის - საქართველოს“ და „გუდავაძე - პატარკაციშვილის ფონდის“ წარმომადგენლები, სპქა-ს წევრები, პროექტში მონაწილე მკვლევრები, პარტნიორი ორგანიზაციები და სხვადასხვა უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფისა და დასაქმების სამსახურების წამომადგენლები და პროგრამის ხელმძღვანელები.



შეხვედრის ამსახველი ფოტო მასალა.

  

გამოქვეყნებულია: 13-04-2019




უკან დაბრუნება 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას