შეხვედრა ქიმიის მასწავლებლებთან

9 მარტს საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში განახლდა შეხვედრების ციკლი ქიმიის მასწავლებლებთან. შეხვედრას უძღვებოდა მენტორი ნათია ოჩხიკიძე.


მიმდინარე ეტაზე შეხვედრებზე განსახილველი საკითხები უკავშირდება მარტივი ქიმიური ექსპერიმენტების გამოყენებით პროექტების შემუშავებას და კვლევის დაგეგმვას. შეხვედრებზე ექსპერიმენტს მასწავლებელი უშუალოდ თავისი ხელით აკეთებს. დღეს განსახილველი საკითხი ეხებოდა უცნობ ნარევში ასპირინის აღმოჩენას. ყველა მონაწილე იყო აქტიური და მოტივირებული.

აღნიშნული სამუშაო შეხვედრა ითვალისწინებდა მასწავლებელთა მოთხოვნებს და საჭიროებებს. რაც იმის წინაპირობაა, რომ ისინი თავიანთი სკოლებში, სამომავლოდ ამ ტიპის ექსპერიმენტებს წარმატებულად დანერგავენ კლუბური მუშაობის დროს.

მიმდინარე შეხვედრები ტარდება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების“ პროექტის ფარგლებში, დარგის პოპულარიზაციისა და ქიმიის მასწავლებელთა შორის თანამშრომლობის კულტურის გაძლიერების მიზნით.

შეხვედრის ამსახველი ფოტო მასალა.

  

გამოქვეყნებულია: 19-03-2019




უკან დაბრუნება 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას