სპქა აგრძელებს შეხვედრების მეორე ციკლი საჩხერის რეგიონში

3 მარტს სპქა-მ გააგრძელა შეხვედრების მეორე ციკლი საჩხერის რაიონის პედაგოგებთან სსიპ ქ. საჩხერის ილია ჭავჭავაძის სახელობის # 2 საჯარო სკოლაში. შეხვედრას უძღვებოდა დოქტორები თეა მათითაიშვილი და ნათია ოჩხიკიძე.



მეორე სამუშაო შეხვედრის მსჯელობის ობიექტი იყო დიაზოტირებისა და აზოშეუღლების რეაქცია, აზოსაღებრის-მჟავა ნარინჯის მისაღებად ოპტიმალური პირობების შექმნა და ღებვის პროცესის ჩატარება.



შეხვედრამ ჩაიარა მასწავლებელთა აქტიური ჩართულობით ლაბორატორიული სამუშაოს შესრულებაში, კერძოდ, მათ დიდი მონდომებითა და ინტერესით წყვილებში ჩაატარეს და მიიღეს აზოსაღებარი-მჟავა ნარინჯი, მოამზადეს სამღებრო აბაზანა და შეღებეს მატყლის ქსოვილი. მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები აუცილებელი და ამავდროულად ძალზედ მნიშვნელოვანია მათი პროფესიული ზრდისა და განვითარებისათვის, ერთმანეთთან კომუნიკაციისთვის და იდეების გაზიარებისთვის. მათ გამოთქვეს სურვილი, რომ სამუშაო შეხვედრები, რომელიც ექსპერიმენტულ სამუშაოებზე იქნებოდა დაფუძნებული, სამომავლოდ კიდევ ჩატარებულიყო, რომელშიც ისინი აუცილებლად დიდი სიამოვნებით და ინტერესით მიიღებდნენ მონაწილეობას.



სამუშაო შეხვედრები ტარდება სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების“ პროექტის ფარგლებში.



შეხვედრის ამსახველი ფოტო მასალა

  

გამოქვეყნებულია: 17-03-2019




უკან დაბრუნება 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას