„მეცნიერება იწყება სკოლიდან – კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“

სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის – „მეცნიერება იწყება სკოლიდან – კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“ მიზანია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთა განათლების ხარისხის ამაღლება, განათლებისა და კვლევების დაახლოება, კვლევების ინტეგრირება სწავლის პროცესში; კვლევების პოპულარიზაციის გზით სკოლის მოსწავლეთა დაინტერესება მეცნიერებით; მოსწავლეთა შორის კვლევითი უნარების გამომუშავების ხელშეწყობა; მასწავლებელთა მოტივაციის ამაღლება მოსწავლეთა კვლევებში ჩასართავად; მეცნიერთა, მათ შორის, ახალგაზრდა მეცნიერთა (მაგისტრანტთა და დოქტორანტთა), ინტერესის გაზრდა სასკოლო პროცესში მონაწილეობისათვის; სასწავლო პროცესში ისეთი სიახლეების დანერგვა, რომლებიც ხელს შეუწყობს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მუშაობის ეფექტიანობის გაზრდას, დაეხმარება მოსწავლეს, გაიაზროს ამა თუ იმ საგნის მნიშვნელობა, რაც გაზრდის მის დაინტერესებას მეცნიერებისადმი.

საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია დახმარებას გაუწევს საგრანტო პროექტების მომზადებასა და კვლევის თემატიკების შერჩევაში ნორჩ ქიმიკოსთა კლუბებს, რომლებიც დარეგისტრირდებიან ნორჩ ქიმიკოსთა პორტალზე www.chemclub.edu.ge .

ინფორმაცი საგრანტო პროექტის შესახებ სრულად იხილეთ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ვებ გვერდზე

  

გამოქვეყნებულია: 16-02-2019




უკან დაბრუნება 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას