ქეთევან კუპატაძე - სოფლის “წამალი“

ზაფხულობით ბებიასთან სოფელში ხშირად ვრჩებოდი. ეს ის დრო არის, როცა აფთიაქი მხოლოდ რაიონის ცენტრში იყო, წერილები ელექტრონულად კი არ მოდიოდა, მიტო ფოსტალიონს დაჰქონდა. მთელ სოფელში მიტო პაპას გამოჩენას, მგონი, მხოლოდ მე ველოდებოდი. კვირა ისე არ გავიდოდა, ბებიასთვის ყოფილი მოსწავლის წერილი არ მოეტანა. ბებოს ისე ეფერებოდნენ, ისეთ სიტყვებს უწერდნენ, რომ თვალებგაცისკროვნებული ვკითხულობდი და მეამაყებოდა, რომ ბებო სწორედ ჩემი ბებო იყო.

ჩვენი სახლის გვერდით „ჯიქიძიანთ ქალი“ ცხოვრობდა, რომელსაც სინამდვილეში თამარი ერქვა, მაგრამ ეგ არავის ახსოვდა და შერქმეულ სახელს ისიც ისე დაუფლებოდა, რომ პირველივე დაძახებაზე გაგონებდა. ქმარი ადრე გარდაცვლოდა და მარტოხელა უშვილოდ დარჩენილიყო. იმის იქეთ ათანა პაპას სახლი გახლდათ, კიდევ უფრო იქეთ კი ევა ბაბოს (დიახ, „ბაბოს“ ეძახდა მთელი სოფელი) კარ-მიდამო განთავსებულიყო.

სტატია სრულად იხილეთ ინტერნეტგაზეთ mastsavlebeli.ge-ზე

  

გამოქვეყნებულია: 28-01-2019




უკან დაბრუნება 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას