11 ნოემბერს „ქიმიკოსთა დასაქმების ბაზრის კვლევის“ პროექტზე მუშაობა დაიწყო

2018 წლის 11 ნოემბერს „ქიმიკოსთა დასაქმების ბაზრის კვლევის“ პროექტთან დაკავშირებით. კონკურსის წესით შერჩეულ 10 მკვლევარს მენტორებმა თავიანთი მოვალეობები გააცნეს და შრომითი ხელშეკრულებები გაუფორმეს. შეხვედრის ფარგლებში იმსჯელეს მუშაობის ტაქტიკაზე, დეტალურად განიხილეს კითხვარი და კომპანიებთან თანამშრომლობის გზებზეც ისაუბრეს. შეხვედრის ბოლოს ახალგაზრდებმა კვლევის სასურველი მიმართულებები აირჩიეს.

შემდეგი სამუშაო შეხვედრა 18 ნოემბერსაა ჩანიშნული.

შეგახსენებთ, პროექტი „ქიმიკოსთა დასაქმების ბაზრის კვლევა“ კოალიცია „განათლება ყველასათვის - საქართველო” ორგანიზაციული განვითარების მხარდაჭერაზე მიმართული გრანტის ფარგლებში ხორციელდება, რომლის მიზანი ქიმიკოსთა დასაქმების სფეროებში არსებული პრობლემების შესწავლა და გამოსწორების გზების ძიებაა.

მასალა მომზადებულია მარიამ ელიაშვილის მიერ.

  

გამოქვეყნებულია: 12-11-2018




უკან დაბრუნება 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას