ქეთევან კუპატაძე: მზე

2012 წელს ინგლისის ქალაქ მანჩესტერში სამეცნიერო კონფერენციაზე გავემგზავრე. ამ ქალაქზე სხვა სტატიებშიც დამიწერია. მანჩესტერის ვიწრო, ძველ ქუჩებში პრისტლი სეირნობდა. ამოჩემებული ვეგეტარიანული კაფეც ჰქონდა, სადაც ყველაფერი ძველებურადაა. არაფერი შეუცვლიათ და პრისტლის საყვარელი მაგიდაც კვლავ ფანჯარასთან დგას.

მოკლედ, სასტუმროში მოვეწყვე თუ არა, უნივერსიტეტის იმ კორპუსისკენ გავეშურე, რომელშიც ჯერ რეგისტრაცია უნდა გამევლო, შემდეგ კი მონაწილეთათვის პატარა მიღება-ფურშეტი იმართებოდა. სხვა ადამიანების გაცნობის დიდი უნარით ვერ გამოვირჩევი. არა, არც „ქოჩორზე დავიწყებ ხელის სმას“ (გახსოვთ ალბათ, ფილმ „რაც გინახავთ, ვეღარ ნახავთ“-ში, სიძე ბატონი, უხერხულობისგან რომ ისვამდა თავზე ხელს), თუმცა, ვერც ვერავისთან მივიჭრები, გაუმარჯოს, შენი ჭირიმე, როგორ ხარ, რას საქიანობ-მეთქი. მოკლედ, ვიდექი, წვენს ვაგემოვნებდი და გარეული ცხოველების ფიტულებს ვათვალიერებდი, რომლითაც ინტერიერი გაეფორმებინათ.

  

გამოქვეყნებულია: 16-10-2018




უკან დაბრუნება 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას