საქართველომ IChO-50-ზე წარმატებით იასპარეზა

წარმატებით დაასრულა საქართველოს მოსწავლეთა ეროვნულმა ნაკრებმა ასპარეზობა ქიმიის 50-ე საიუბილეო საერთაშორისო ოლიმპიადაზე IChO-2018. ოლიმპიადას წელს ბრატისლავა (სლოვაკეთი) და პრაღა (ჩეხეთი) მასპინძლობდა. ოლიმპიადაში 82 ქვეყნის 300 მოსწავლე მონაწილეობდა.

საქართველოს ნაკრებმა IChO-50-ზე მოიპოვა სამი ბრინჯაოს და ერთი საპატიო მოხსენიების (Honorable Mention) დიპლომი მიიღო:

1. გიორგი პეტრიაშვილი - ბრინჯაოს მედალი

2. დავით რიჟინაშვილი - ბრინჯაოს მედალი

3. საბა გოგიჩაიშვილი - ბრინჯაოს მედალი

4. ლევან გოჯიაშვილი - დიპლომი Honorable Mention.

მიღწეული წარმატება ამ მოსწავლეების დაუღალავი შრომის ნაყოფია. გიორგი პეტრიაშვილის, დავით რიჟინაშვილის, საბა გოგიჩაიშვილისა და ლევან გოჯიაშვილის თავდადებული შრომის წყალობით ასეთ დიდ ფორუმზე საქართველოს დროშა ოთხჯერ ავიდა სცენაზე.

ნაკრების მომზადებაში მთელი წლის განმავლობაში ჩართულნი იყვნენ მენტორები ელიზბარ ელიზბარაშვილი, ვახტანგ კურცხალია, თინათინ ბუთხუზი, ნათია ოჩხიკიძე, თეა მათითაიშვილი და ყოფილი ოლიმპიელები ალექსანდრე ფიჩხაძე და საბა თავდგირიძე.

მიღწეულ შედეგში უზარმაზარი წვლილი მიუძღვის საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტს, რომელის მთელი ინფრასტრუქტურა მთელი წლის განმავლობაში ნაკრების წევრებისათვის ხელმისაწვდომი იყო და მათ ჰქონდა შესაძლებლობა ქიმიურ ლაბორატორიაში გაეტარებინათ არაერთი საათი.

საქართველოს ნაკრების ოლიმპიადაზე მონაწილეობა დაფინანსებული იქნა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ.

ქართველი ოლიმპიელების მიერ მიღწეული შედეგები შესაძლებელია იხილოთ ოლიმპიადის ვებ გვერდზე . ხოლო IChO-50-ის შესახებ დეტალური ინფორმაცია ფოტო გალერეის ჩათვლით მოცემულია IChO-50-ის ოფიციალურ ვებ გვერდზე.

შემდეგი 51-ე ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადის მასპინძელი ქვეყანა იქნება საფრანგეთი.


  

გამოქვეყნებულია: 05-10-2018




უკან დაბრუნება 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას