სიახლეები და მოვლენები – საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია

IChO-ს დელეგატები დადგინდა

დადგინდა ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადის IChO-50-ის დელეგატების შემადგენლობა.

2018 წელს საქართველოს სახელით ოლიმპიადაზე იასპარეზებენ:



1. დავით რიჟინაშვილი (სსიპ - აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა -მათემატიკის ქალაქ თბილისის №42 საჯარო სკოლა, მე-12 კლასი)

2. გიორგი პეტრიაშვილი (სსიპ - ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა, მე-12 კლასი)

3. ლევან გოჯიაშვილი (შპს სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-ჯესს, მე-12 კლასი)
4. საბა გოგიჩაიშვილი (სსიპ - ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა, მე-11 კლასი).



დააკომპლექტა ასევე ოლიმპიური ნაკრების რეზერვის შემადგენლობა:

1. ნაზი ტყეშელაშვილი (სსიპ - ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის №41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლა, მე-11 კლასი)

2. გვანცა მარგველაშვილი (სსიპ - ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის №41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლა, მე-11 კლასი)

3. ლაშა ხუციშვილი (სსიპ - ქალაქ თბილისის №186 საჯარო სკოლა, მე-11 კლასი)

4. ვალერი ყუფუნია (სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ ფოთის №3 საჯარო სკოლა, მე-11 კლასი)



ნაკრებისა და რეზერვის შეკრება ჩატარდება 2018 წლის 5 ივნისს 11:00 საათზე საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში (ოთახი 206ა). წვრთნები ჩატარდება კვირაში სამი დღე, ხოლო 2 ივლისიდან 15 ივლისის ჩათვლით ყოველდღე დღეში 8-9 საათიანი დატვირთვით.



მეცადინეობებს ჩაატარებენ ელიზბარ ელიზბარაშვილი, ვახტანგ კურცხალია, თინათინ ბუთხუზი, ალექსანდრე ფიჩხაძე, საბა თავდგირიძე, ნათია ოჩხიკიძე და თეა მათითაიშვილი.

  

გამოქვეყნებულია: 31-05-2018




უკან დაბრუნება 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას