ნაკრების წარმატება IMO 2018-ზე

დღეს გამთენიისას საქართველოს ქიმიის საერთაშორისო ნაკრები მენდელეევის საერთაშორისო 52-ე ოლიმპიადიდან დაბრუნდა, რომელზეც ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მენდელეევის საეთაშორისო ოლიმპიადის საქართველოს ნაკრებში შედიოდნენ პეტრიაშვილი გიორგი (სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა), დავით რიჟინაშვილი (აკადემიკოს ი. ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის 42-ე საჯარო სკოლა), ლევან გოჯიაშვილი (სკოლა „აია-ჯესი“) და საბა გოგიჩაიშვილი (სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა). ნაკრებს ოლიმპიადაზე ხელმძღვანელობდა თინათინ ბუთხუზი.

მიმდინარე წელს ოლიმპიადის მასპინძელი ქვეყანა იყო ბელარუსი.

ოლიმპიადაში მონაწილეობას იღებდა აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელარუსის, ბულგარეთის, უნგრეთის, საქართველოს, ისრაელის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ლატვიის, ლიტვის, მოლდოვის, რუსეთის, რუმინეთის, საუდის არაბეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, თურქეთის, უზბეკეთის, უკრაინის, ხორვატიისა და ესტონეთის გუნდები.

ოლიმპიადა სამ ტურად ჩატარდა და მოიცავდა ორ თეორიულ და ერთ პრაქტიკულ ტურს.

ბრინჯაოს მედალი მოიპოვა დავით რიჟინაშვლიმა. ეს მისი საერთაშორისო ოლიმპიადებზე მოპოვებული მეორე მედალია. გასულ წელს ბანგკოკში მან ასევე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადაზე (IChO-49). ამასთანავე აღსანიშნავია, რომ ჩვენს გუნდში თეორიულ ტურში საუკეთესო შედეგი აჩვენა ნაკრების დებიუტანტმა გიორგი პეტრიაშვილმა, ხოლო ექსპერიმენტულ ტუტში საუკეთესო იყო ლევან გოჯიაშვილი.

მთელი წლის განმავლობაში ნაკრების მომზადებაში ჩართული იყვნენ ეროვნული ნაკრების მენტორები და ყოფილი ოლიმპიელები საბა თავდგირიძე და ალექსანდრე ფიჩხაძე.

საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს ფინანსური მხარდაჭერა გაუწია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და აკადემიკოს ი. ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის 42-ე საჯარო სკოლამ.

  

გამოქვეყნებულია: 26-06-2018




უკან დაბრუნება 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას