ქეთევან კუპატაძე: “სიხარბის“ ხვრელი

ტურისტის ფეხი სად არ დადგმულა. ყველაზე მამაცები და ფულიანები კოსმოსშიც კი გაიჭრნენ, თუმცა ს. ბჰატიას ერთ-ერთი ნაშრომის (Industrial and Electronic Pollution) მიხედვით, არის ადგილი, სადაც ტურისტს ფეხი ჯერ არ დაუდგამს, რადგან ჯოჯოხეთში მოგზაურობა არავის სურს. აქ ნაგავია. რისი ნიშანია ნეტავ ნაგავი? სიკვდილის თუ სიცოცხლის? თუ ცოცხალი ხარ, ნაგავიც არის, მაგრამ იგივე ნაგავი გვკლავს. ერთი თეორიით, ნაგავი ჩვენს დეგრადაციას გამოიწვევს, მეორეთი კი გვიშველის და ევოლუციის ახალ საფეხურზე აგვიყვანს.

აფრიკა, განა, ქალაქ აკრას ცენტრი, თებერვალში აქ ჩრდილში +36 გრადუსია. გვერდით ატლანტის ოკეანეა და იქიდან მობერილმა ნიავმა წესით ოდნავ სიგრილე უნდა მოიტანოს. თუმცა, ამის სანაცვლოდ ნიავს რაღაც უსიამოვნო მეტალური სურნელი მოაქვს, რომელიც პირში ასევე მეტალის გემოს ტოვებს. ნიავთან ერთად ჭვარტლიც მოდის და გარშემო ყველაფერს ფარავს. ჩრდილო-დასავლეთის მხრიდან ქალაქს შავი სმოგი ეპარება. სწორედ იქ არის პლანეტის ერთ-ერთი საშიში ადგილი, რომელსაც ჯოჯოხეთის კარიბჭე უწოდეს. ის 21-ე საუკუნეში ჩამოყალიბდა. ეს ქალაქი – ნაგავსაყრელია. აქ არც ბალახია და არც არანაირი სულიერი. აქ არც „სხვებს“ უშვებენ, თითოეული ადგილი დაკავებულია. აქ მთელი მსოფლიოდან ელექტრონულ ნაგავს ეზიდებიან. გადაყრილი ტელევიზორები, კომპიუტერები, სარეცხი მანქანები… ყველაფერი აქ არის. აქაური მცხოვრების საშუალო ასაკი 12-30 წელია… მოხუცები არ არიან.

სტატია სრულად იხილეთ ინტერნეტგაზეთ mastsavlebeli.ge-ზე

  

გამოქვეყნებულია: 11-04-2018




უკან დაბრუნება 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას