სამოდელო – ინტერდისციპლინური გაკვეთილი: სალიცილმჟავას განსაზღვრა ასპირინში

გაკვეთილის მიზანი

გაკვეთილის მიზანია 2-ჰიდროქსიბენზომჟავას (სალიცილის მჟავას) განსაზღვრა ასპირინის (2-აცეტოქსიბენზომჟავა) აბებში. შენახვის პირობებიდან გამომდინარე, ასპირინი განიცდის ნაწილობრივ ჰიდროლიზს, რის შედეგადაც წარმოიქმნება თავისუფალი სალიცილმჟავა. ეს უკანასკნელი წარმოადგენს ფენოლის ნაწარმს, ამდენად, ურთიერთქმედებს Fe3+ იონებთან და იძლევა მეწამულ ხსნარს.

გაკვეთილის შედეგი

მოსწავლეები შეისწავლიან:

  • ფენოლების რიგის ნაერთების აღმომჩენი რეაქციის ჩატარებას;
  • მედიკამენტების ვარგისობაზე შენახვის პირობების გავლენას;
  • დაკვირვების ცხრილის შედგენას;
  • ექსპერიმენტული მონაცემების დამუშავებას, მიღებული შედეგების განსჯას;
  • ◦გაფილტვრას.

ქიმიით დაინტერესებული მოსწავლეები ასევე შეისწავლიან:

  • ფენოლების რიგის ნაერთების რაოდენობრივ განსაზღვრას;
  • სტანდარტული ხსნარების დამზადებას;
  • მოლური ხსნარის დამზადებას;
  • ასპირინის ჰიდროლიზის რეაქციას;
  • რეაგენტის რეაქციისუნარიანობის გავლენას პროდუქტის გამოსავლიანობაზე.


სტატია სრულად იხილეთ ინტერნეტგაზეთ mastsavlebeli.ge-ზე

  

გამოქვეყნებულია: 05-03-2018




უკან დაბრუნება 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას