ვაკანსია: დოქტორანტურის სტუდენტი (PhD student)

საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ერთობლივი სადოქტორო პროგრამა აცხადებს ვაკანსიას დოქტორანტის თანამდებობაზე VW–ის ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტში „Novel Polymer Electrolyte Membranes for Fuel Cell Application“ (Ref. 93 331). დოქტორანტი კვლევებში ჩაერთვება მიმდინარე სემესტრის დასაწყისიდან 3 წლის ვადით. გრანტის ფარგლებში დაფინანსდება მინიმუმ ერთი მივლინება (კოლაბორატორთან ვიზიტი გერმანიაში ან საერთაშორისო კონფერენცია). დოქტორანტის ხელფასი შეადგენს 220 ევროს.

პროექტის ფარგლებში განვითარებულ და შესწავლილ იქნება ახალი ტიპის პოლიმერ ელექტროლიტური მემბრანები, ასევე მოხდება საწვავ ელემენტებში (Fuel Cells) მათი გამოყენების პოტენციალის შესწავლა. პროექტის პარტნიორია მყარი სხეულების კვლევის მაქს პლანკის ინსტიტუტი, კერძოდ დრ. კ.დ კროიერის ჯგუფი.

ინფორმაცია სრულად იხილეთ ბმულზე

  

გამოქვეყნებულია: 22-10-2017




უკან დაბრუნება 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას