საქართველოს მოსწავლეთა ნაკრების მორიგი წარმატება

საქართველოს მოსწავლეთა ნაკრები ქიმიაში მენდელეევის 51-ე საერთაშორისო ოლიმპიადიდან დღეს ბრუნდება. კომაროვის სკოლის მე-12 კლასის მოსწავლემ საბა თავდგირიძემ კიდევ ერთხელ ასახელა საქართველო. იგი ბრინჯაოს მედალოსანი გახდა. ნაკრების დებიუტანტმა მონაწილეებმა კი მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწიეს და შეიძინეს დიდი გამოცდილება მომავალი საერთაშორისო ოლიმპიადისათვის.

მენდელეევის 51-ე საერთაშორისო ოლიმპიადა მიმდინარე წელს ქალაქ ასტანაში ჩატარდა და მასში 20-მდე ქვეყნის სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ოლიმპიადა მოიცავს ორ თეორიულ და ერთ ექსპერიმენტულ ტურს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები გუნდის შემადგენლობა დაკომპლექტა შესარჩევი ტურის საფუძველზე, რომელიც მიმდინარე წლის 6 აპრილს ჩატარდა. შესარჩევ ტურში მონაწილეობა მიიღო თორმეტმა უფროსკლასელმა მოსწავლემ. ოლიმპიადაზე გამგზავრების საგზურები კი ოთხმა მათგანმა მოიპოვა. საქართველოს ნაკრების შემადგენლობა: საბა თავდგირიძე (კომაროვის სკოლა), ლექსო ფიჩხაძე, ლევან გოჯიაშვილი, დათო რიჟინაშვილი (სამივე დემირელის კოლეჯი). ეროვნულმა გუნდმა ოლიმპიადაზე თინათინ ბუთხუზის ხელმძღვანელობით იასპარეზა.

  

გამოქვეყნებულია: 28-05-2017




უკან დაბრუნება 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას