სიახლეები

სახალისო ქიმიის გაკვეთილი მასწავლებლის სახლში

2011 წლის 16 დეკემბერს მასწავლებლის სახლში ჩატარდა ქიმიის გაკვეთილი "რატომ უნდა ვისწავლოთ ქიმია". მასწავლებლის სახლს სტუმრობდნენ თბილისის 160-ე სკოლის უფროსკლასელები და ქიმიის პედაგოგი.

სახალისო გაკვეთილი მოიცავდა პრეზენტაციას "რატონ უნდა ვისწავოლოთ ქიმია" და ქიმიურ ექსპერიმენტებს. ნაჩვემები იქნა რამდენიმე ვირტუალური ქიმიური ექსპერიმენტი.

მოსწავლეთა დიდ დაინტერესება გამოიწვია ექსპერიმნტმა, რომელიც მათი უშუალო მონაწილეობით იქნა ჩატარებული.
160-ე სკოლის მოსწავლეებმა სტუ-ს სტუდენტების (შორენა კენჭაძის, მაგდა ხარაძისა და არმინე ავაქიანის) ასიტენტირებით ჩაატარეს ქიმიური ექსპერიმეტები: "ცეცხლი ასანთის გარეშე", "უხილავი მელანი", "ნატრიუმის კვალი წყალში", "ბრომის იონის აღმჩენა", "ცილის დენატურაცია სპირტით" და სხვა.

შეხვედრის ამსახველი ფოტო მასალა

 

გამოქვეყნებულია: 15-01-2012


 

 

 

ჩვენი სტუმარი

ჯული ჯიხვაშვილი

საერთო ინტერესებისა და მისწრაფებების მქონე მეგობრების ყოლა ერთ-ერთი საუკეთესო გზაა წარმატების მისაღწევად...

 

 

სწრაფი ბმულები