დავით მანაგაძის საჯარო ლექცია

7 მაისს, 17:00 საათზე, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის საკონფერენციო დარბაზში თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ერთობლივი ინოვაციური სამაგისტრო პროგრამის MNS-ის ეგიდით, დავით მანაგაძე ჩაატარებს საჯარო ლექციას თემაზე - გენომიკა: ადამიანის გენომი, ფაქტები, შედეგები, მომავალი.



დავით მანაგაძე აშშ-ს ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტების ბიოტექნოლოგიური ინფორმაციის ეროვნული ცენტრის ბიოინფორმატიკოსია, მიკროსხეულების ბიოგენეზზე მოლეკულურ-ბიოლოგიური და პროტეომიკური კვლევების, არამაკოდირებელი დნმ-ის ექსპრესიისა და ევოლუციის, ასევე ორთოლოგ გენთა ევოლუციისა და კიბოს მეტაბოლური გზების შესახებ კვლევების ავტორი; ამჟამად მუშაობს გენომთა ანოტაციაზე, სამაგალითო მიმდევრობებისა და ჰომოლოგი გენების მონაცემთა ბაზების შექმნაზე.



ლექცია შეეხება ბიოლოგიის ახალ დარგს გენომიკას, ადამიანის გენომის პროექტს, აღწერილ ფაქტებსა და მათ ანალიზს, ასევე პროექტის შედეგებს ბიოლოგიაში, მედიცინასა და ყოფაცხოვრებაში და სამომავლო გეგმებს.



დასწრება თავისუფალია.

  

გამოქვეყნებულია: 30-06-2015




უკან დაბრუნება 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას