ქეთევან კუპატაძე - წითელი და შავი

ასეთი ჩვევა მაქვს - ყოველი სემესტრის დაწყებისას ლაბორატორიას ხელახლა ვალაგებ. გასაოცარია, რამდენი ზედმეტი ნივთი შეიძლება აღმოაჩინო... ახლაც, ჩვეულებისამებრ, შევუდექი საქმეს და ერთ-ერთ კუთხეში სპილენძის მავთულის მთელ ხვიას წავაწყდი. ჯერ დავფიქრდი, აქ საიდან გაჩნდა-მეთქი, მერე გამახსენდა, უნივერსიტეტის დურგალს ვთხოვე, სადმე ეშოვა და ეტყობა, ისე შემოიტანა, ჩემთვის თქმა გადაავიწყდა.

აი, თქვენს ოთახში სპილენძის ძველი მავთული რომ იპოვოთ, რას იზამთ? ალბათ გადააგდებთ. ქიმიკოსი ასე არ მოიქცევა, პირიქით, იმაზე დაიწყებს ფიქრს, რა გააკეთოს ამ მავთულით. მეც თავი ვანებე დალაგებას და საცდელად სხვადასხვა ექსპერიმენტის ჩატარება დავიწყე. პირველკურსელებს ქიმიის შესავალ კურსს ვუკითხავ, ოღონდ უფრო პოპულარულ დონეზე. ეს ის სტუდენტები არიან, რომლებიც პირდაპირ სკოლიდან მოვიდნენ აქ; ქიმიას კი სწავლობდნენ, მაგრამ მის შესახებ მხოლოდ ერთი რამ იციან - რომ საძულველია (საბედნიეროდ, გამონაკლისებიც არსებობენ). ბუნებრივია, არც ქიმიკოსობა აქვთ გადაწყვეტილი (ჩვენს უნივერსიტეტში სტუდენტები სპეციალობას ორი სემესტრის შემდეგ ირჩევენ) და ჩემი მიზანია: ა) ქიმიაზე აზრი შევაცვლევინო; ბ) ისეთი ქიმია ვასწავლო, რომელიც, როგორც არაქიმიკოსს, ცხოვრებაში გამოადგებათ. გასახალისებლად თითოეულ კურსს სემესტრში ორჯერ ლაბორატორიულ მეცადინეობას ვუტარებ, ოღონდ ამას ხუმრობით „საველე ლაბორატორიას" ვეძახი, რადგან, უზარმაზარი კალათებით მიწევს პირდაპირ აუდიტორიებში რეაქტივებისა და ჭურჭლის შეტანა და სახელდახელო ცდების ჩატარება - ამდენი სტუდენტი ლაბორატორიაში უბრალოდ ვერ დაეტევა. ამიტომ ჩემი „საველე ლაბორატორიის" რეპერტუარს გამუდმებით ვაახლებ და სპილენძის მავთულის აღმოჩენით გულწრფელად გავიხარე.

სტატია სრულად იხილეთ ინტერნეტგაზეთ mastsavlebeli.ge-ზე

  

გამოქვეყნებულია: 03-11-2014




უკან დაბრუნება 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას