I რესპუბლიკური კონფერენცია "ქიმია ხვალ-2014"

მოსწავლეთა I რესპუბლიკური კონფერენცია "ქიმია ხვალ-2014", რომელიც ორგანიზებული იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სკოლის "ქართული სასწავლებელი“ და თბილისის 155-ე საჯარო სკოლის მიერ და მიზნად ისახავს ქიმიის, როგორც ერთ-ერთი საბუნებისმეტყველო დისციპლინის პოპულარიზაციას ჩატარდა 1ივნისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო 90-მდე მოსწავლემ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან (თბილისი: "ქართული სასწავლებელი“, 155-ე საჯარო სკოლა, ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა, 69-ე საჯარო სკოლა, N62-ე საჯარო სკოლა, ვაჟა-ფშაველას სახელობის 87-ე საჯარო სკოლა, №6 საჯარო სკოლა, კერძო სკოლა "ერუდიტი", ქუთაისი, კასპის #1 საჯარო სკოლა, შ.პ.ს. ბესიკ ნიპარიშვილი მრავალ პროფილიანი სკოლა-გიმნაზია, კასპი, სოფ. მჭადიჯვრის საჯარო სკოლა, დუშეთის რაიონი, თელავის მე–5 საჯარო სკოლა, ბათუმის მე-10 საჯარო სკოლა, ზურაბ ბეგიაშვილის სახელობის სოფელ კუმისის საჯარო სკოლა).

კონფერენცია გახსნა სამეცნიერო კომიტეტის თავჯდომარემ, ასოც. პროფ. ირმა ლაგვილავამ. სიტყვით გამოვიდნენ ქიმიური ტექნოლოგიის და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე პროფ. მაია მშვილდაძე და ამავე ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, პროფ. მამუკა მაისურაძე. კონფერენციაზე პლენარეული მოხსენებები წაიკითხეს საორგანიზაციო კომიტეტის მიერ მოწვეულმა ცნობილმა მეცნიერებმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ქიმიური და ბიოლოგიური ინჟნერიის ინსტიტუტის დირექტორმა პროფ. რამაზ ქაცარავამ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფ. ქეთევან კუპატაძემ.

მოსწავლეებმა სხვადასხვა უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლების დახმარებით მოამზადეს პოსტერები მათთვის საინტერესო თემებზე, რომლებიც შეაფასა ჟიურის წევრებმა.

კონფერენციის მონაწილეებმა გამოთქვეს სურვილი, რომ მსგავსი ტიპის კონფერენცია ჩატარდეს ყოველწლიურად.

კონფერენცია საზეიმოდ დაიხურა სიმბოლური ფრანების გაშვებით.

  

გამოქვეყნებულია: 18-10-2014




უკან დაბრუნება 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას