სიახლეები

ქეთევან კუპატაძე - წყლის ძალა და ღირებულება

წყალზე ერთხელ უკვე დავწერე. მაშინ გალაკტიონის უკვდავი სტრიქონები მოვიშველიე, ყველას გასაგონად რომ ამბობდა, სული თოვლით მევსება, დღეები კი უკანმოუხედავად რბიანო. დათოვლილი სულის ხსენება იმისთვის დამჭირდა, რომ მისგან წყალზე გადამეტანა საუბარი - თოვლი ხომ ადრე თუ გვიან დადნება და წყლად იქცევა, წყალი კი სიცოცხლის საწყისია, მის გარეშე ვერც ერთი ცოცხალი ორგანიზმი ვერ გაძლებს. ეს ბიზნესის სამყაროშიც კარგად იციან და ათასგვარ პროდუქტს ქმნიან მათთვის, ვინც უკანასკნელ ცენტებსაც არ დაიშურებს, რომ წყალი, მაგალითად, „სვაროვსკის" კრისტალებით შემკული ბოთლიდან მიირთვას. არ მოგჩვენებიათ, ასეთ ბოთლებში ჩამოსხმული წყალი მართლაც არსებობს. ის ჰოლივუდელმა მწერალმა და პროდიუსერმა კევინ ბოიდომ შექმნა და „Bling H2O" " დაარქვა. წყალს ტენესის შტატში მოიპოვებენ და სვაროვსკის კრისტალებით მოჭედილ ატმისფერ ბოთლებში ასხამენ. ერთი 500 მლ-იანი ბოთლი 37 ამერიკული დოლარი ღირს.

თუ ამდენი ფული არ გაქვთ ან არ გემეტებათ, წყურვილს 23 დოლარადაც მოიკლავთ. ამ ფასად ლაპლანდიის წყალს იყიდით, სახელად „Veen-ს". ის რამდენიმე პრიზის მფლობელია, მათ შორის - Pentawards-ისაც, ოღონდ... ყველა ბოთლის დიზაინისთვის აქვს მიღებული.

სტატია სრულად იხილეთ ინტერნეტჟურნალ mastsavlebeli.ge-ზე

 

გამოქვეყნებულია: 28-03-2014


 

 

 

ჩვენი სტუმარი

მარიკა მეგრელიშვილი

ამ სკოლამ მომცა შესაძლებლობა გამეცნო ქიმიით დაინტერესებული თანატოლები

 

 

სწრაფი ბმულები