შეხვედრა სსუ-ის ი. ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტში

2011 წლის 1 ივნისს სსუ-ის ი. ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტში გაიმართა "საქართველოს პროფესონალ ქიმიკოსთა ასოციაციის" და ქიმიის პორტალის www.chemistry.ge გასვლითი პრეზენტაცია.

პრეზენტაცია გახსნა ი. ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ დოქტ. ბადრი ბიწაძემ. პრეზენტაციას ესწრებოდნენ ი. ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის დირექტორი დოქტ.ზურაბ ქემოკლიძე, აკადემიკოსი ეთერ ქემერტელიძე და ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომლები. ასოციაციის მხრიდან ინსტიტუტს სტუმრობდნენ ასოციაციის გამგეობის წევრები საქ. მეცნ. ეროვნული აკადემიის წ/კ, პროფ. შოთა სამსონია, თსუ-ს პროფ. იოსებ ჩიკვაიძე და პროფ. ელიზბარ ელიზბარაშვილი.

ასოციაციის მიზნებსა და ამოცანებზე ვრცლად ისაუბრეს ასოციაციის გამგეობის წევრებმა. ასოციაცია ქიმიის ან მისი მონათესავე დარგის მუშაკებს (მეცნიერებს, მეწარმეებს, სტუდენტებს) სთავაზობს მათი საქმიანობის პოპულარიზაციას ქიმიის პორტალზე. ასოციაციის წევრებს ქიმიის პორტალზე ექნებათ საკუთარი პირადი ვებ-გვერდი, ასევე განთავსდება მათი სამეცნიერო აქტიურობის ამსახველი მასალა და თემატიკა, სახელმძღვანელოები და სხვა მასალები.

შეხვედრაზე აღინიშნა ის სერვისები და ვებ-რესურსები, რომელსაც ასოციაცია სთავაზობთ ვებ-გვერდის ვიზიტორებს. ასევე აღინიშნა ასოციაციის მიერ უკვე დასრულებული თუ მიმდინარე პროექტები. მაგალითად, ასოციაციის წევრების ძალისხმევით უკვე შექმნილია ქართულ ენოვანი პერიოდულობის ცხრილის ვებ-ვერსია, სადაც თითოეულ ელემენტზე ვრცელი ინფორმაციის მოძიებაა შესაძლებელი. ამჟამად მიმდინარე პროექტებია მინერალების ენციკლოპედია, ქიმიის დარდის ნობელიანტების ბაზის შექმნა და ა.შ.

პრეზენტაციაზე ასევე აღინიშნა, რომ საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია ფართოდ თანამშრომლობს საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკასთან, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს მეტად საინეტერესო პროდუქტებს, როგორიცაა უფასო სამეცნიერო ჟურნალების ბაზები, „წიგნი ერთ დღეში“, სამეცნიერო სტატიების გამოწერა და ა.შ.

შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისპუტი, რომელზეც აზრი გამოთქვეს ინსტიტუტის დირექტორმა ბატომნა ზურაბ ქემოკლიძემ და ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლებმა. შემაჯამებელ სიტყვაში აღინიშნა, რომ ამ ორგანიზაციებს შორის ურთიერთობა უახლოეს მომავალში გაღრმავდება.

 


 

PS. საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია დიდ მალობას უხდის შეხვედის ორგანიზატორებს. სსუ-ის ი. ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტი პირველი ორგანიზაციაა, რომელმაც ასოციაციას მისცა საშუალება მისი მიზნები ფართო საზოგადეობისათვის გაეცნო.

საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია მომავალშიც გეგმავს მსგავსი პრეზენტაციების ჩატარებას სხვა ორგანიზაციებში.




  

გამოქვეყნებულია: 19-06-2011




უკან დაბრუნება 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას