სიახლეები

ქეთევან კუპატაძე - კენტავრი ლონდონში

„კენტავრი ლონდონში" ფაბიან კრამერის კვლევის სახელწოდებაა. ფაბიანი, გერმანელი მკვლევარი, მანჩესტერში, ქიმიის ისტორიის კონგრესზე გავიცანი. 2013 წლის ახალგაზრდა სტიპენდიანტების გამარჯვებულ ნაშრომთა სესიაზე შევედი და ამოჩემებულ ადგილზე მოვკალათდი. „ამოჩემებული ადგილი" ნიშნავს, რომ მაგიდა და სკამი აუცილებლად კედელთან უნდა იდგეს, მე გვერდულად ვიჯდე მოშვებული, კედელს ვეყრდნობოდე და წინ არავინ მეფარებოდეს.

უახლოესი ორი საათის განმავლობაში, თითქოს ჯიბრზე, პარალელურად ერთიმეორეზე საინტერესო სესიები იყო დაგეგმილი. კიდევ ერთხელ, უკვე უკანასკნელად, გადავავლე თვალი კონგრესის პროგრამას და საბოლოო გადაწყვეტილება მივიღე - ახალგაზრდა სტიპენდიანტთა ნაშრომების პრეზენტაციას დავსწრებოდი.

ასე აღმოვჩნდი როსკოს კორპუსის მეორე სართულზე. ცოტა ხნის შემდეგ გულმა მეზობელი სესიისკენ გამიწია - აბა, ვნახო, იქ რაღა ხდება-მეთქი, მაგრამ შიგნიდან ვიღაც მიკიჟინებდა, იჯექი, სადაც ზიხარო. ის-ის იყო, გაბრაზება დავაპირე, შენ ვიღა ხარ, მაქედან ბრძანებებს რომ იძლევი-მეთქი, რომ სესიის წამყვანმა გამოაცხადა:

- ფაბიან კრამერი, „კენტავრი ლონდონში".

სტატია სრულად იხილეთ ინტერნეტჟურნალ mastsavlebeli.ge-ზე

 

გამოქვეყნებულია: 18-02-2014


 

 

 

ჩვენი სტუმარი

მარიკა მეგრელიშვილი

ამ სკოლამ მომცა შესაძლებლობა გამეცნო ქიმიით დაინტერესებული თანატოლები

 

 

სწრაფი ბმულები