ელიზბარ ელიზბარაშვილი - არჩევანი, არადანი

მახსოვს, მოწაფეობისას მთელ კლასს გამორჩევით გვიყვარდა ხუთშაბათი დღე. სწავლის უკანასკნელ წლებში ცხრილში ფიზკულტურას სულ ხუთშაბათობით გვისვამდა სასწავლო ნაწილის გამგე. ვერ გეტყვით, განზრახ აკეთებდა ამას თუ უბრალო დამთხვევა იყო, ეს კია - ხუთშაბათობით დილიდანვე ვემზადებოდით არჩევანი-არადანისთვის. ყოველი ფიზკულტურის გაკვეთილი ამით იწყებოდა, მეტადრე - თუ კარგ ამინდს დაიჭერდა და ღია ცის ქვეშ შეგვეძლო ფეხბურთის ან კალათბურთის თამაში. მახსოვს ისიც, რომ „არჩევანიც" და „არადანიც" სულ ერთი და იგივე მოსწავლები იყვნენ და მათი არჩეული გუნდების შემადგენლობაც თითქმის არ იცვლებოდა. კლასი ორ „მტრულ" ბანაკად იყო გაყოფილი და წინა კვირას განცდილი მარცხის გამო რევანშის სურვილი კლავდა...

ვინ იცის, იქნებ იმისთვისაც ვასრულებდით ამ რიტუალს, რომ ფეხბურთის ფინტებთან ერთად არჩევანის ხელოვნებაშიც გავწაფულიყავით - არჩევანი ხომ ჩვენი ცხოვრების თანამგზავრია. ჩვენს თითოეულ სიტყვას, თითოეულ ნაბიჯს არჩევანი უძღვის წინ, ზოგჯერ - არაცნობიერი, ზოგჯერ კი შეგნებული, „შვიდჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერის" პრინციპს დაფუძნებული. რელიგიაც ღმერთსა და ეშმაკს შორის არჩევანია. არჩევანია ლოგიკაც, ხშირად - მეშჩანურ-მერკანტილური, ისტორიულ-ტრადიციული ზნე-ჩვეულებებით გაჯერებული ან მარტივი გამოსავლის პოვნით ნაკარნახევი - ეზოპე კლდეზე ლოგიკამ გადააგდო და არა მონებმა, მაცხოვარიც ჯვარს ლოგიკამ გააკრა... სტატია სრულად იხილეთ ინტერნეტჟურნალ mastsavlebeli.ge-ზე

  

გამოქვეყნებულია: 16-12-2013




უკან დაბრუნება 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას