ელიზბარ ელიზბარაშვილი - როგორ გავზომოთ რეაქციის სიჩქარე

წინა წერილში ქიმიური რეაქციის სიჩქარის თეორიულ ასპექტებს შევეხეთ. მასში მოცემული ფორმულების საშუალებით შესაძლებელია რეაქციის სიჩქარის გამოთვლა, თუ გვექნება გარკვეული მონაცემები - საწყისი და საბოლოო კონცენტრაცია და დრო. მაგრამ როგორ მოვიპოვოთ ეს მონაცემები ექსპერიმენტულად? ალბათ დამეთანხმებით, რომ ქიმიური რეაქციის სიჩქარის განსაზღვრისთვის ეს მომენტი უფრო მნიშვნელოვანია(ქიმიური თვალსაზრისით), ვიდრე მონაცემების ფორმულაში შეტანა და მხოლოდ მათემატიკური აპარატის გამოყენება, რასაც არაქიმიკოსიც თავისუფლად განახორციელებს.

ქიმიური რეაქციის სიჩქარის დადგენა ექსპერიმენტულად ყოველთვის არ არის მარტივი, ვინაიდან ყველა რეაქცია არ მიდის ისეთი თვალნათელი ეფექტებით (ფერის ცვლილება, ნალექისა და აირის გამოყოფა და ა.შ.), რომელთა გაზომვა დინამიკურ რეჟიმში ადვილად მოხერხდება. ქიმიური რეაქციის სიჩქარის გაზომვის მეთოდები შეიძლება ორ ჯგუფად - ქიმიურ და ფიზიკურ მეთოდებად - დავყოთ.

სტატია სრულად იხილეთ ინტერნეტჟურნალ mastsavlebeli.ge-ზე

  

გამოქვეყნებულია: 22-08-2013




უკან დაბრუნება 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას