სპქა სტუმრად თბილისის 154 საჯარო სკოლაში

2013 წლის 11ივნისს სპქა პროექტის "შეიყვარე პროფესია - შეაყვარე სხვას" ფარგლებში სტუმრობდა თბილისის 154 საჯარო სკოლას (სკოლის დირექტორი გიორგი გარსიძე, ქიმიის პედაგოგები თინათინ სულხანიშვილი და მარინა მირიანაშვილი). შეხვედრაზე პრეზენტაცია გააკეთა ასისტენტ პროფესორმა ირმა ლაგვილავამ თემაზე "XXI საუკუნე და პოლიმერული რევოლუცია". პრეზენტაციას დაესწრო 50-ზე მეტი მე-7 მე-8 მე-9 მე-10 და მე-11 კლასელი მოსწავლე. ლექციას ესწრებოდა ამავე სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი ნანა ლომსაძე.

ლექციის დასრულების შემდეგ, მოსწავლეებს საშუალება მიეცათ მონაწილეობა მიეღოთ სახალისო ცდებში, რომელიც ჩაატრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მე-3 კურსის სტუდენტმა თამარ ქოქრაშვილმა. რამაც ახალგაზრდებში დიდი დაინტერესება გამოიწვია.

შეხვედრის ამსახველი ფოტო-მასალა:







  

გამოქვეყნებულია: 29-07-2013




უკან დაბრუნება 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას