სიახლეები

სპქა სტუმრად თბილისის 51-ე საჯარო სკოლაში

2013 წლის 12 აპრილს სპქა სტუმრად იმყოფებოდა თბილისის 51-ე საჯარო სკოლაში პროექტის "შეიყვარე პროფესია - შეაყვარე სხვას" ფარგლებში. სპქა-მ უფროსკლასელი მოსწავლეების წინაშე წარადგინა სამეცნიერო-პოპულარული ლექცია "XXI საუკუნის პოლიმერები"

ლექციას ესწრებოდნენ ამავე სკოლის მე-9,მე-10,მე-11 კლასის მოსწავლეები და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტები.

ლექციის დასრულების შემდეგ, მოსწავლეებს საშუალება მიეცათ მონაწილეობა მიეღოთ სახალისო ცდებში, რომელიც ჩააატრეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მე-3 კურსის სტუდენტებმა თამარ ქოქრაშვილმა და ეკა ნაყოფიამ. ყველაფერმა თითოეულ ჩვენთაგანში დიდი აღფთოვანება გამოიწვია.კიდევ ერთხელ ნათლად დავინახეთ, თუ რამხელა გავლენაა აქვს ქიმიას ჩვენს ყოფაცხოვრებაში.

შეხვედრა საინტერესოდ და წარმატებით ჩატარდა.









მასალა მომზადებულია
ანა ახალაძის, ნინო ბაღიშვილის, თეონა მაღრაძის, ანა თორიას, მარიკა არქანიას
მიერ

 

გამოქვეყნებულია: 07-05-2013


 

 

 

ჩვენი სტუმარი

მარიკა მეგრელიშვილი

ამ სკოლამ მომცა შესაძლებლობა გამეცნო ქიმიით დაინტერესებული თანატოლები

 

 

სწრაფი ბმულები