სტუმრები

ჩვენი სტუმარია მარიკა მეგრელიშვილი, ჩოხატაურის ნიკო-მარის სახელობის N1 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე.



 

 

ამ სკოლამ მომცა შესაძლებლობა გამეცნო ქიმიით დაინტერესებული თანატოლები

გამარჯობა, მოგვიყევით თქვენს შესახებ?

გამარჯობა, მე ვარ მარიკა მეგრელიშვილი, ჩოხატაურის ნიკო-მარის სახელობის N1 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე. განსაკუთრებით მიყვარს საბუნებისმეტყველო საგნები. ჩართული ვარ სხვადასხვა პროექტებსა და ტრენინგებში, ხოლო თავისუფალ დროს დაკავებულო ვარ მხატვრული ლიტერატურის კითხვითა და სპორტით.

 

რამ შთაგაგონათ  ქიმიის სიყვარული?

პატარაობიდანვე გამიჩნდა უამრავი კითხვა სამყაროს შესახებ. მახსოვს, როდესაც მე-8 კლასში ქიმიის პირველი გაკვეთილი ჩამიტარდა, მივხვდი, რომ ქიმია იყო სწორედ ის საგანი, რომელიც შეძლებდა ჩემ კითხვებზე პასუხის გაცემას. ამ საგნისადმი ინტერესი ჩემმა მასწავლებელმა, ზოია ჯიბლაძემ, განაპირობა, რომელმაც შეძლო ჩემი გატაცება ქიმიით.

 

რატომ აირჩიეთ ონლაინ სკოლა „ზურგჩანთა“ და საიდან შეიტყვეთ ამ სკოლის შესახებ? 

ონლაინ სკოლა ,,ზურგჩანთის“ შესახებ შევიტყვე ჩემი მასწავლებლისგან და გადავწყვიტე დარეგისტრირება. ჩემ ირგვლივ არც ისე ბევრი ადამიანი იყო ქიმიით დაინტერესებული, შესაბამისად, ამ სკოლამ მომცა შესაძლებლობა გამეცნო ქიმიით დაინტერესებული თანატოლები და უფრო ღრმად შემესწავლა ჩემთვის საინტერესო  საგანი. ეს  სკოლა დაკომპლექტებულია ისეთი მასწავლებლებით, რომლებსაც სიღრმისეულად გააზრებული აქვთ ქიმიის მეცნიერების რაობა. ისინი ჩვენს ყველა კითხვას ამომწურავად პასუხობენ.

 

რა  შეგმატათ ონლაინ სკოლა "ზურგჩანთამ"?

ონლაინ სკოლა ,,ზურგჩანთის“ მეშვეობით სიღრმისეულად ვსწავლობ ქიმიას, როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ საკითხებს. ამ სკოლაში მივიღე მასწავლებლებთან და მოსწავლეებთან ერთობლივი მუშაობის დიდი გამოცდილება. გაკვეთილებზე ნაჩვენები ვიდეო მასალები დამეხმარა საკითხების უკეთ გაგებაში. ერთმანეთისთვის ცოდნის გაზიარებამ, დამოუკიდებელმა თუ პრაქტიკულმა სავარჯიშოებმა უკეთ შემასწავლა ქიმია. ეს სკოლა უდიდეს შედეგს გვაძლევს მოსწავლეებს ჩვენზე მორგებული სასწავლო მასალებით.      

 

რამდენად გაამართლა თქვენი მოლოდინი ონლაინ სკოლა "ზურგჩანთამ" და დამატებით რას ისურვებით სკოლისგან?  

სკოლა ,,ზურგჩანთამ“ ჩემ იმედებს გადააჭარბა. ვიყო ამ სკოლის მოსწავლე, ჩემთვის დიდი პატივია. ვისურვებდი, რომ სკოლის მეშვეობით დიდხანს გაგრძელდეს ჩვენი ურთიერთთანამშრომლობა.

ესაუბრა www.chemistry.ge

გამოქვეყნებულია 24-06-2022