3.მე-3 ჯგუფის ელემენეტები

3.1.f-ელემენტები - ლანთანოიდები და აქტინოიდები

კითხვა:

რაზეა დაფუძნებული ატომური ბომბის მოქმედების პრინციპი?

 

პასუხი:

ატომური ბომბის მოქმედების პრინციპი დაფუძნებულია 235U-ის (ან პლუტონიუმის) ბირთვულ გარდაქმნაზე, რომელიც ნეიტრონების გამოტყორცნით მიმდინარეობს. როდესაც 235U-ის მასა რაიმე მნიშვნელობაზე (კრიტიკული მასა) ნაკლებია, ნეიტრონები გამოიტყორცნება ბომბში მოთავსებული ურანის მასიდან. ხოლო როდესაც 235U-ის მასა საკმაოდ დიდია, ნეიტრონების ურანის ატომებთან შეჯახების ალბათობა აღემატება მათი შესაბამისი მასიდან გამოტყორცნის ალბათობას; წარმოქმნილი ნეიტრონები ეჯახება235U-ის სხვა ატომებს, რის შედეგად ხდება მათი ბირთვული დაყოფა, ე.ი. აღიძვრება ჯაჭვური პროცესი, რაც ენერგიის უზარმაზარი რაოდენობის წარმოქმნით მიმდინარეობს. ამ პრინციპზეა დაფუძნებული ატომური ბომბის მოქმედება. ატომური ბომბი შეიცავს 235U-ის განსაზღვრულ მასას, რომელიც გაყოფილია ორ ნაწილად (სქემა) მასის კრიტიკულ მასაზე ნაკლები მნიშვნელობით. ჩვეულებრივი “ქიმიური აფეთქებით” (დეტონატორით) ორი ნახევარი შეერთდება და მიღებული ნიმუშის მასა კრიტიკულს აღემატება.

ატომური ბომბის მოქმედების პრინციპული სქემა


 

s